cookies deloitte

Cookie-ფაილები

შეტყობინება მზა ჩანაწერების (Cookies) გამოყენების შესახებ

ბოლო რედაქტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021

რას წარმოადგენს მზა ჩანაწერები?

მზა ჩანაწერები პატარა ტექსტური ფაილებია. მათ თქვენს მოწყობილობაზე ათავსებს ვებგვერდი, რომელსაც სტუმრობთ. თქვენი ყველა შემდგომი ვიზიტისას, მზა ჩანაწერები უბრუნდება ამ ან სხვა ისეთ ვებგვერდს, რომელიც მათ ცნობს. მზა ჩანაწერები გამოიყენება ვებგვერდის მუშაობის უზრუნველსაყოფად (ან მისი მეტი ეფექტიანობისთვის), ასევე, ვებგვერდის მფლობელებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად. ასეთი ინფორმაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნას უფრო პერსონალიზირებული და ინტერაქტიული მომსახურების მისაწოდებლად. თქვენს მოწყობილობაზე მზა ჩანაწერები შესაძლოა დავაყენოთ უშუალოდ ჩვენ, როგორც პირველმა მხარემ, ანდა მესამე მხარე პროვაიდერმა - ჩვენი სახელით. ამ ვებგვერდის გამოყენებისას, ინფორმაცია შეიძლება შეგროვდეს მზა ჩანაწერების და სხვა მსგავსი ტექნოლოგიების მეშვეობით (მაგ. web beacons, tags, scripts, ადგილობრივი მეხსიერება).

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შეტყობინება მზა ჩანაწერების გამოყენების შესახებ ჩვენი კონფიდენციალურობის დებულების ნაწილია.

მზა ჩანაწერები, რომლებსაც ჩვენ შეიძლება ვიყენებდეთ და რატომ

მზა ჩანაწერების ვებგვერდზე გამოყენებისას, მათ შემდეგ კატეგორიებად ვახარისხებთ:

  • „სავალდებულო“ მზა ჩანაწერები: აუცილებელია ვებგვერდის ფუნქციონირებისთვის და ამიტომ მათი გამორთვა ჩვენს სისტემაში შეუძლებელია. ისინი, როგორც წესი, დაპროგრამებულია თქვენი ისეთი ქმედებების საპასუხოდ, რომლებიც მომსახურების მოთხოვნას ეხება, როგორიცაა თქვენი კონფიდენციალობის პარამეტრების დაყენება, სისტემაში შესვლა ან ფორმების შევსება.
  • „ანალიტიკისა და ვებგვერდის მუშაობის“ მზა ჩანაწერები: საშუალებას გვაძლევს, თვალი ვადევნოთ ანალიტიკას, ვებგვერდის სტუმრების რაოდენობას და შევაფასოთ და გავაუმჯობესოთ ვებგვერდის ფუნქციონირება. ისინი გვეხმარებიან, დავადგინოთ თუ რომელი გვერდებია მეტად ან ნაკლებად პოპულარული და რომელ გვერდებს სტუმრობენ ვიზიტორები. მზა ჩანაწერების მიერ შეგროვებული ინფორმაცია ანონიმურია. თუ თქვენ არ მისცემთ დაშვებას ამ ფაილებს, არ გვეცოდინება როდის მოინახულეთ ჩვენი ვებგვერდი და ვერ შევძლებთ მისი ფუნქციონირების მონიტორინგს.
  • „ფუნქციონირების მზა ჩანაწერები“: ვებგვერდთან თქვენს ურთიერთქმედებაზე დაყრდნობით, ვებგვერდს აძლევს გაძლიერებული ფუნქციონირებისა და პერსონალიზაციის საშუალებას. ისინი შეიძლება დავაყენოთ ჩვენ ან მესამე მხარე პროვაიდერებმა, რომელთა მომსახურებაც დამატებულია ჩვენს ვებგვერდებზე.
  • „მიზნობრივი/სარეკლამო“ მზა ჩანაწერები: შესაძლოა დაყენებული იყოს ჩვენი ვებგვერდის გზით ჩვენი სარეკლამო პარტნიორების მიერ. ისინი შეიძლება გამოყენებული იქნას აღნიშნული კომპანიის მიერ თქვენთვის საინტერესო პროფილის შექმნის და თქვენთვის რელევანტური რეკლამების საჩვენებლად სხვა საიტებზე.
  • “სოციალური მედიის” მზა ჩანაწერები: მათ აყენებენ სოციალური მედიის ისეთი არხები (მაგ. Twitter, LinkedIn, Facebook), რომლებიც ჩვენ დავამატეთ ვებგვერდს, რომ შეძლოთ ინფორმაციის სოციალურ ქსელში ან მეგობრებისთვის გაზიარება. ამ მზა ჩანაწერებს შეუძლიათ, თვალი მიადევნონ თქვენს ბრაუზერს სხვა ვებგვერდებზე და შექმნან თქვენი ინტერესთა სფეროს პროფილი. ამან შეიძლება გავლენა იქონიოს შეტყობინებებსა და ინფორმაციაზე, რომლებსაც თქვენ ხედავთ სხვა ვებგვერდებზე.

ამ ვებგვერდის მიერ გამოყენებული მზა ჩანაწერების სანახავად, იხილეთ მზა ჩანაწერების პარამეტრების მართვა ამ გვერდის თავში.

რამდენ ხანს დარჩება მზა ჩანაწერები ჩემს მოწყობილობაზე?

მზა ჩანაწერების თქვენს მოწყობილობაზე გაჩერების დრო დამოკიდებულია იმაზე, არის ეს „მუდმივი“ თუ „ცალკეული სესიის“ მზა ჩანაწერები. მუდმივ მზა ჩანაწერებს შეინახავს ვებბრაუზერი. ისინი მოქმედი იქნება მათი ვადის გასვლამდე, ან სანამ თქვენ არ წაშლით მათ ამ ვადის ამოწურვამდე. ცალკეული სესიის მზა ჩანაწერები კი სესიის დასრულებისას, ვებბრაუზერის დახურვისთანავე ქრება.

როგორ ვმართოთ მზა ჩანაწერები?

მზა ჩანაწერების მართვა სხვადასხვა გზით შეგიძლიათ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მზა ჩანაწერების დაბლოკვამ ან წაშლამ შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენ მიერ ვებგვერდით სარგებლობაზე და, შედეგად, ვებგვერდის ზოგიერთი ნაწილი თქვენთვის მიუწვდომელი გახდეს.

როდესაც პირველად ესტუმრებით ჩვენს ვებგვერდს, ჩვენ მოგთხოვთ, დაეთანხმოთ მზა ჩანაწერების გამოყენებას თუ ისინი არასავალდებულოა. თანხმობის მიცემა ან გაუქმება შესაძლებელია ამ გვერდის თავში („მზა ჩანაწერების პარამეტრების მართვა“ ნაწილი).

მზა ჩანაწერების მართვის მიზნით, ასევე შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლა. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://www.aboutcookies.org/.

ნებისმიერი თანხმობა ან უარყოფა მზა ჩანაწერების მიღებაზე შემოიფარგლება მხოლოდ იმ ვებგვერდით, რომელსაც ეკუთვნის ეს შეტყობინება მზა ჩანაწერების გამოყენების შესახებ და არ ეხება სხვა ვებგვერდებსა თუ გვერდებს, რომლებიც შეიძლება უკავშირდებოდეს ჩვენს ვებგვერდს. ამ ვებგვერდების მიერ გამოყენებული მზა ჩანაწერების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ მათი კონფიდენციალურობის დებულება და შეტყობინება მზა ჩანაწერების გამოყენების შესახებ.

ელექტრონული ფოსტით კომუნიკაცია

ასევე შესაძლებელია, გამოვიყენოთ ტექნოლოგიები, რომ განვსაზღვროთ: წაიკითხეთ, გახსენით ან გადაამისამართეთ თუ არა ჩვენს მიერ გამოგზავნილი ელექტრონული შეტყობინება. ამ გზით, ჩვენ შევძლებთ უფრო საინტერესო და სასარგებლო გავხადოთ ჩვენი კომუნიკაცია. თუ თქვენ არ გსურთ, რომ მივიღოთ დასტური იმის შესახებ, წაიკითხეთ, გახსენით ან გადაამისამართეთ თუ არა ჩვენი შეტყობინება, მაშინ უნდა გააუქმოთ გამოწერა, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია ელექტრონული შეტყობინებების გამოგზავნა აღნიშნული მექანიზმის გამოყენების გარეშე. დარეგისტრირებულ პირებს შეუძლიათ, კომუნიკაციის პარამეტრები ნებისმიერ დროს განაახლონ. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ, გააუქმოთ გამოწერა იმ ინსტრუქციის მიხედვით, რომელიც მოცემულია ჩვენგან მიღებულ ელექტრონულ შეტყობინებაში.

ცვლილებები მზა ჩანაწერების გამოყენების შესახებ შეტყობინებაში

ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი შეხედულებისამებრ პერიოდულად შევიტანოთ ცვლილებები ან დამატებები შეტყობინებაში მზა ჩანაწერების გამოყენების შესახებ. აღნიშნული გვერდის დასაწყისში მიეთითება რედაქტირების თარიღი. განახლებული შეტყობინება მზა ჩანაწერების შესახებ ამოქმედდება ამ ცვლილებების შეტანის თარიღიდან.

გირჩევთ, პერიოდულად შეამოწმოთ შეტყობინება მზა ჩანაწერების შესახებ, რათა მუდმივად იყოთ ინფორმირებული თუ როგორ ვიყენებთ მზა ჩანაწერებს.