Russia and CIS Regional Leaders

მეტი ჩვენს შესახებ

საქართველოსა და დსთ-ს რეგიონალური ლიდერები

დელოიტ დსთ

იან კოულბერნი

აღმასრულებელი დირექტორი, დელოიტ დსთ

იანი დელოიტ დსთ-ს აღმარულებელი დირექტორია. მას 18 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ფინანსურ-საგამოძიებო, კორპორატიული დაზვერვისა და თაღლითობის რისკების მართვის კუთხით. 2012 წელს, სანამ იგი გაუძღვებოდა დელოიტის კორპორატიული ფინანსების განყოფილებას, მან შეიმუშავა ფინანსური-საგამოძიებო პრაქტიკა სხვა დიდი ოთხეულის კომპანიაში და ასევე უძღვებოდა რისკების მართვის სფეროს. იანი არის კვალიფიციური იურისტ-კონსულტანტი. მას ძალიან უყვარს თავისუფალი დროის გატარება ოთხ შვილთან ერთად.

 

სრბუი ჰაკობიან

მმართველი პარტნიორი, დელოიტის ოფისი საქართველოში

დელოიტში მოსვლამდე, სრბუი 2 წელი მუშაობდა კვიპროსში ნავთობის გადატვირთვის საერთაშორისო კომპანიაში ფინანსურ კონტროლიორად. იგი ფლობს ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხს, არის მეცნიერებათა კანდიდატი, ACCA-ის წევრი და სომხეთის ბუღალტერთა და აუდიტორთა ასოციაციის წევრი.სრბუი ხელმძღვანელობს დელოიტის სამომხმარებლო სექტორისა და სამრეწველო წარმოების დარგის კომპანიების მომსახურე ჯგუფს და ახორციელებს მომსახურების სრულ სპექტრს ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის, ხარისხის კონტროლისა და კონსალტინგის ჩათვლით.  

მარკ სმიტი

მმართველი პარტნიორი, კასპიის რეგიონი

მარკმა ადრეული კარიერა შოტლანდიაში გაატარა, 2007 წელს კი გადავიდა ალმაატის დელოიტში, რეგიონული ფინანსური მომსახურების აუდიტის ჯგუფის ხემძღვანელად. 2012 წლიდან მარკი გახდა კასპიის რეგიონის მმართველი პარტნიორი. იგი მუშაობს კლიენტებთან საბანკო, სადაზღვევო და ინდუსტრიული მრეწველობის სფეროში და ახორციელებს  აუდიტორულ მომსახურებას IFRS, აშშ GAAP-ის  და  დიდი ბრიტანეთის GAAP- ის სტანდარტების მიხედვით. მარკს აქვს ხარისხი ფინანსებში და მარკეტინგში და არის სერთიფიცირებული ბუღალტერი (შოტლანდია).  მარკს უყვარს მოგზაურობა, ჩოგბურთი და სნოუბორდით სრიალი.  

სერგეი კულიკ

მმართველი პარტნიორი, დასავლეთ რეგიონი

სერგეი კულიკი დელოიტის უკრაინის ოფისის მმართველ პარტნიორად 2019 წლის ნოემბერში დაინიშნა. ამ ფუნქციის პარალელურად იგი ხელმძღვანელობს აუდიტის დეპარტამენტს.

სერგეი ფლობს 20 წლიან გამოცდილებას აუდიტის სფეროში. მას განხორციელებული აქვს აუდიტი ეკონომიკის სხვადასხვა დარგში მოღვაწე მსხვილი საერთაშორისო, კერძო და საჯარო სექტორის კომპანიებისთვის. ასევე, მისი გამოცდილება მოიცავს საკონსულტაციო მომსახურების გაწევას შიდა კონტროლის სისტემების განხორციელებასა და ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ დელოიტის უკრაინის ოფისის აუდიტის დეპარტამენტი ორჯერ იქნა აღიარებული საუკეთესოდ ქვეყანაში Corporate INTL Global Awards კომპანიის მიერ (2017 და 2018 წლებში). იგი ასისტენტის პოზიციაზე მოვიდა კომპანიაში 2000 წელს და განვლო გზა კომპანიის მმართველ პარტნიორამდე.

სერგეი უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდოლოგიური საბჭოს და FCCA-ს წევრია.

ნურან კერიმოვი

მმართველი პარტნიორი, დელოიტის ოფისი აზერბაიჯანში

ნურანმა დელოიტში მუშაობა 2003 წელს დაიწყო და დანერგა საგადასახადო პრაქტიკა აზერბაიჯანში. მას აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურების კუთხით აზერბაიჯანული და საერთაშორისო კომპანიებისთვის ძირითადად  FSI, გაზისა და ნავთობის სფეროებში. მას აქვს ვორონეჟის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკლავრის ხარისხი სამარათალში და არის ჯორჯიის (აშშ) უნივერსიტეტის მაგისტრი. ნურანი არის აზერბაიჯანში ამერიკის სავაჭრო პალატის საბჭოს წევრი.  მას ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. 

კანიშაი სადირბეკოვა

მმართველი დირექტორი, დელოიტის ოფისი ყირგიზეთში

კანიშაი სადირბეკოვა დელოიტის ყირგიზეთის ოფისის მმართველი დირექტორია. იგი ფლობს ყირგიზეთის რესპუბლიკის აუდიტორის ლიცენზიას და აუდიტის სფეროში მუშაობის 7 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. კანიშაი ხელმძღვანელობს აუდიტის პროექტებს ფასს-ის და აუდიტის ადგილობრივი სტადარტების შესაბამისად. მას რესურსებისა და ფინანსური მომსახურების დარგის კომპანიებთან მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნია.

გულანორ ატობეკი

გენერალური დირექტორი, დელოიტის ოფისი ტაჯიკეთში

გულანორს აუდიტის სფეროში მუშაობის 11 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ტაჯიკეთში, ყირგიზეთსა და ყაზახეთში; ამჟამად კი დელოიტის ტაჯიკეთის ოფისს ხელმძღვანელობს. იგი არის აშშ-ს სერთიფიცირებული ბუღალტერი, АССА-ს წევრი და საერთაშორისო სერთიფიცირებული ბუღალტერი, ფლობს ტაჯიკეთის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სერთიფიკატს ზოგადი აუდიტის ჩატარების კუთხით და ტაჯიკეთის ეროვნული ბანკის სერთიფიკატს ბანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების აუდიტის განსახორციელებლად და ასევე, რისკების მართვის სპეციალისტების საერთაშორისო ასოციაციის სასერთიფიკატო პროგრამის სერთიფიკატს. გულანორს განსხვავებული სფეროს კომპანიების აუდიტის განხორციელების დიდი გამოცდილება გააჩნია, მათ შორის: ფინანსური, სადაზღვევო, ენერგეტიკული, ტელეკომუნიკაციის, საავიაციო, საფეიქრო და სასტუმროების დარგის. 

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?