მეტი ჩვენს შესახებ

დირექტორთა საბჭო

დელოიტ დსთ

ჟან-პოლ პიკარდი

დირექტორთა საბჭოს  თავმჯდომარე, დელოიტ დსთ 

ჟან-პოლ პიკარდი არის დელოიტ დსთ-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. მას დელოიტში მუშაობის 35 წლიანი გამოცდილება აქვს და უმუშავია მსოფლიოს სხვადასხვა კომპანიებთან ისეთ დარგებში, როგორიცაა: ენერგეტიკა და რესურსები, ტრანსპორტირება, ინდუსტრული მრეწველობა, კომუნიკაციები და სახელმწიფო სექტორი. ჟან-პოლმა დელოიტის საფრანგეთის ოფისში მუშაობა 1977 წელს დაიწყო და 1984 წელს პარტნიორი გახდა. მას შემდეგ მას ეკავა სხვადასხვა ხელმძღვანელი თანამდებობები, მათ შორის იყო დელოიტის საფრანგეთის ოფისის აღმასრულებელი დირექტორი 6 წლის განმავლობაში და დელოიტ ტუშ ტომაცუს დირექტორთა გლობალური საბჭოს წევრი 9 წლის განმავლობაში. ამჟამად დაკავებული თანამდებობის პარალულურად, იგი არის ასევე, დელოიტის გერმანიის ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

ალექსანდრე დოროფიევი

პარტნიორი, აუდიტი, დსთ

ალექსანდრემ დელოიტში მუშაობა 1994 წელს დაიწყო. იგი მოსკოვის ოფისის გარდა, მუშაობდა დეტროიტისა და ლონდონის ოფისებში. მას აქვს ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი, არის რუსეთის სერთიფიცირებული აუდიტორი და  ACCA-ს წევრი. იგი ფოკუსირებულია სამომხმარებლო პროდუქტებზე, საცალო ვაჭრობასა და მომსახურების სექტორზე და არის IFRS აუდიტისა და კორპორატიული მმართველობის ექსპერტი აქციების პირველადი განთავსებისა და ევრო-ობლიგაციების განთავსების გამოცდილებით. ალექსანდრე არის დელოიტ დსთ-ს დირექტორთა საბჭოს წევრი და აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე. მას ყავს მეუღლე და 3 ქალიშვილი.

მაიკლ რეიხმანი

პარტნიორი, აუდიტი, პროფესიული პრაქტიკის დირექტორი, დსთ

მაიკლი არის დელოიტ დსთ-ს დირექტორთა საბჭოს წევრი და ხელმძღვანელობს დელოიტ დსთ-ს IFRS ცენტრს. მას აქვს ინდუსტრიული მრეწველობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციის დარგში მომუშავე კლიენტებთან მუშაობის დიდი გამოცდილება. იგი ხელმძღვანელობდა აქციების პირველადი განთავსებისა და ევრო-ობლიგაციების განთავსების პროექტებს დსთ-ს მასშტაბით მოქმედი ბიზნესებისთვის. მაიკლი არის რუსეთის სერთიფიცირებული აუდიტორი, US CPA და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების ეროვნული საბჭოს წევრი. მაიკლს ყავს მეუღლე და ორი შვილი. უყვარს თეატრი და სპორტი.

იგორ მეტელკინი

პარტნიორი, აუდიტი, სამომხმარებლო და ინდუსტრიული პროდუქტების ლიდერი, დსთ 

იგორს დელოიტში, სამომხმარებლო პროდუქტების, საცალო ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში მუშაობის 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. ის ხელმძღვანელობდა საცალო და სადისტრიბუციო ინდუსტრიულ გუნდს დელოიტ დსთ-ში 10 წელზე მეტი და უწევს აუდიტორულ და საკონსულტაციო მომსახურებას ადგილობრივ და საერთაშორისო კლიენტების აღნიშნულ სექტორში. იგი არის CPA, რუსეთში სერთიფიცირებული აუდიტორი, უძღვება დელოიტ დსთ-ს ფრანგული მომსახურებების გუნდს და არის დელოიტ დსთ-ს დირექტორთა საბჭოს წევრი.

რიკ ვანპეტეგჰემი

რეგიონალური მმართველი დირექტორი, დსთ (EMEA)

რიკ ვანპეტეგჰემი დელოიტის ბელგიის ოფისის აღმასრულებელი დირექტორი და მმართველი პარტნიორია 2008 წლის ივნისიდან. მან კარიერა დელოიტის ბელგიის ოფისში 1985 წელს დაიწყო; ამ დროიდან მოყოლებული მან იმუშავა არაერთ მსხვილ კლიენტთან და რამდენჯერმე დასახელდა ბელგიის ერთ-ერთ წამყვან კონსულტანტად საგადასახადო სფეროში ჟურნალ -International Tax Review-ს მიერ. აღმასრულებელ დირექტორად დანიშვნამდე რიკი საგადასახადო და იურიდიული დეპარტამენტის მმართველი პარტნიორი გახლდათ (2004-2008). რიკი ფლობს ლეუვენის უნივერსიტეტის ხარისხს სამართალსა და ბიზნეს ადმინისტრირებაში და ბრიუსელის უნივერსიტეტის ხარისხს საგადასახადო სამართალში. იგი წარმოშობით არის ბელგიის ქალაქ კორტრეიკიდან, სადაც მეუღლესთან და 3 შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი მშობლიური ენაა ჰოლანდიური. თავისუფლად ფლობს ინგლისურ და ფრანგულ ენებს.   

დევიდ ოუენი

დელოიტ დსთ-ს დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელი წევრი

დევიდმა თავისი კარიერა დელოიტში სამხრეთ აფრიკის წევრ კომპანიაში დაიწყო 80-იან წლებში და 1990 წელს გახდა პარტნიორი. 1994 წელს დიდ ბრიტანეთში გადასვლის შემდეგ დევიდი ხელმძღვანელობდა საკონსულტაციო დეპარტამენტის სხვადასხვა განყოფილებას, 2000 წელს კი დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდა. 2011 წლიდან 2014 წლის ბოლომდე დევიდი დელოიტ დსთ-ს აღმარულებელი დირექტორი გახლდათ, შემდეგ კი დიდ ბრიტანეთში დაბრუნდა. თავისი კარიერის მანძილზე დევიდი მუშაობდა კომპანიის ყველაზე პრესტიჟულ და მნიშვნელოვან კლიენტებთან.

ამჟამად, დევიდი წარმოადგენს დელოიტის დიდი ბრიტანეთის ოფისს დელოიტ დსთ-ს დირექტორთა საბჭოში და არის საზედამხედველო საბჭოს უფროსი ვიცე-პრეზიდენტი.

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?

დაკავშირებული თემები