CIS Executive

მეტი ჩვენს შესახებ

დსთ-ს აღმასრულებლები  

გაიცანით ჩვენი ხელმძღვანელი პირები

იან კოულბერნი

აღმასრულებელი დირექტორი, დელოიტ დსთ

იანი დელოიტ დსთ-ს აღმარულებელი დირექტორია. მას 18 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ფინანსურ-საგამოძიებო, კორპორატიული დაზვერვისა და თაღლითობის რისკების მართვის კუთხით. 2012 წელს, სანამ იგი გაუძღვებოდა დელოიტის კორპორატიული ფინანსების განყოფილებას, მან შეიმუშავა ფინანსური-საგამოძიებო პრაქტიკა სხვა დიდი ოთხეულის კომპანიაში და ასევე უძღვებოდა რისკების მართვის სფეროს. იანი არის კვალიფიციური იურისტ-კონსულტანტი. მას ძალიან უყვარს თავისუფალი დროის გატარება ოთხ შვილთან ერთად.

მარკ სმიტი

მმართველი პარტნიორი, დელოიტი კასპიის რეგიონი

მარკმა ადრეული კარიერა შოტლანდიაში გაატარა, 2007 წელს კი გადავიდა ალმაატის დელოიტში, რეგიონული ფინანსური მომსახურების აუდიტის ჯგუფის ხემძღვანელად. 2012 წლიდან მარკი გახდა კასპიის რეგიონის მმართველი პარტნიორი. იგი მუშაობს კლიენტებთან საბანკო, სადაზღვევო და ინდუსტრიული მრეწველობის სფეროში და ახორციელებს  აუდიტორულ მომსახურებას IFRS, აშშ GAAP-ის  და  დიდი ბრიტანეთის GAAP- ის სტანდარტების მიხედვით. მარკს აქვს ხარისხი ფინანსებში და მარკეტინგში და არის სერთიფიცირებული ბუღალტერი (შოტლანდია).  მარკს უყვარს მოგზაურობა, ჩოგბურთი და სნოუბორდით სრიალი.  

ჯონ რობარტსი

ხარისხისა და რისკების მმართველი პარტნიორი, დელოიტ დსთ

ჯონი კურირებს კომპანიის რისკებისა და რეპუტაციის მართვის საკითხებს და აუდიტის სფეროში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს. მას საჯარო კომპანიებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს დსთ-ს ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში. თავისი კარიერის მანძილზე ჯონი ძირითადად თანამშრომლობდა მედიის, ტელეკომუნიკაციისა და მაღალი ტექნოლოგიების სფეროს კომპანიებთან. დსთ-ს რეგიონში 12 წლის მუშაობის მანძილზე ჯონმა ბევრ კლიენტს გაუწია მომსახურება აქციების პირველადი განთავსების პროცესში. ჯონმა დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი ქიმიის სპეციალობით.

იგი არის ინგლისისა და უელსის სერთიფიცირებულ ბუღალტერთა ინსტიტუტის წევრი. უყვარს სირბილი და მონაწილეობა აქვს მიღებული სპორტულ რბენებში დიდ დისტანციებზე.

 

იგორ ტოკარევი

პარტნიორი, აუდიტის დეპარტამენტი, დსთ

იგორი დელოიტ დსთ-ს აუდიტის დეპარტამენტის პარტნიორია.

მას აქვს 19 წლიანი აუდიტორული საქმიანობის გამოცდილება რუსეთსა და დსთ-ს სხვა ქვეყნებში.

2016 წელს დელოიტში მოსვლამდე, იგორი რვა წლის განმავლობაში იყო პარტნიორი დიდი ოთხეულის სხვა კომპანიაში მოსკოვში. იგორს დიდი გამოცდილება აქვს რუსული და საერთაშორისო კომპანიებისთვის ფასს სტანდარტების შესაბამისი ანგარიშგების მომზადებაში, მათ შორის ფასს სტანდარტების შესაბამისი პირველი ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში. იგორის პორტფოლიო მოიცავს მრავალრიცხოვან კლიენტებს მრეწველობისა და მეტალურგიის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციებისა და სამრეწველო პროდუქციის დარგში.  

სვეტლანა მეიერი

მმართველი პარტნიორი, საგადასახადო და იურიდიული დეპარტამენტი, დსთ

ადამიანური რესურსების განვითარების ლიდერი, დსთ 

დელოიტსა და დიდი ოთხეულის სხვა კომპანიებში 19 წლიანი მუშაობის მანძილზე მოსკოვში, სანკტ პეტერბურგსა და ლონდონში, სვეტლანა მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა პირადი საკუთრებისა და ინვესტირების სტრუქტურების განვითარების, გრძელვადიანი მოტივაციის პროგრამების დანერგვის და საგადასახადო ანგარიშების მომზადების პროექტებს. სვეტლანას საოჯახო ოფისებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს საგადასახადო დაგეგმვის, მემკვიდრეობისა და ქველმოქმედების საკითხებში. იგი ფლობს GRP სერთიფიკატს (WorldatWork, 2007).

ალექსანდრე სოკოლოვი

მმართველი პარტნიორი, ფინანსური კონსულტაცია, დსთ

ალექსანდრემ მუშაობა დაიწყო ერთ-ერთ დიდი ოთხეულის კომპანიაში უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სადაც მას მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი ბანკებსა და ფინანსებში. ლონდონსა და მოსკოვში გატარებული 15 წლის შემდეგ, 2012 წელს იგი შეუერთდა დელოიტის FAS-ისა და ექსპერტიზის ჯგუფს. ალექსი არის ACCA-ის წევრი და აქვს 14 წლიანი გამოცდილება  ბუღალტრულ ექსპერტიზაში ხელმძღვანელობდა რა კომლექსური  თაღლითობების, კორპორატიული დაზვერვის, ფულის გათეთრებისა და თაღლითობის რისკების პროექტებს სამომხმარებლო და საბანკო სექტორზე ფოკუსირებით.  

ნატალია კაპრიზინა

პარტნიორი, დსთ-ს რისკების მართვის ჯგუფის ხელმძღვანელი 

ნატალიას გააჩნია აუდიტისა და ორგანიზაციის რისკების მართვის სფეროში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება. მას დამთავრებული აქვს ფინანსური აკადემია და EMLYON ბიზნეს სკოლა, არის რუსეთის სერტიფიცირებული აუდიტორი და აშშ-ს სერტიფიცირებული ბუღალტერი (CPA).
ნატალია სპეციალიზირებულია ინტეგრირებული აუდიტის ჩატარებაზე, შიდა კონტროლის სისტემის დანერგვასა და განხორციელებაზე, აქციების პირველადი განთავსებისთვის მზაობასა და სარბეინს-ოქსლის აქტის მოთხოვნების შესრულებაზე.

 

ანასტასია ლებედევა

პარტნიორი, აუდიტორული  მომსახურება, დსთ

ადამიანური რესურსების ფუნქციის ხელმძღვანელი

ანასტასია არის დელოიტ დსთ-ს აუდიტის დეპარტამენტის პარტნიორი და ხელმძღვანელობს ტექნოლოგიების, მედიისა და ტელეკომუნიკაციების პრაქტიკას. მას აქვს ფინანსური აღრიცხვის წარმოების დიდი გამოცდილება ფინანსური აღრიცხვის საერთაშრისო სტანდარტებისა და US GAAP შესაბამისად. ანასტასია ასევე ხელმძღვანელობს პერსონალი განვითარების მიმართულებას დსთ-ს რეგიონში და აქტიურ მონაწილეობას იღებს "ქალი-ხელმძღვანელები" ინიციატივის განხორციელებაში.

ანასტასია ფლობს აუდიტორის კვალიფიციურ ატესტატს და არის CPA-ს წევრი.  

 
 

კრისტოფერ არმიტაჟი

მმართველი პარტნიორი, საკონსულტაციო მომსახურება, დსთ

კრისტოფერი ხელმძღვანელობს ცვლილებების მართვის გუნდს. მას 15 წლიანი გამოცდილება აქვს საკონსულტაციო მომსახურების სფეროში, აქედან 12 წელი კი დელოიტის დიდი ბრიტანეთის ოფისში გაატარა. კრისტოფერი ძირითადად ფოკუსირებულია ფართო-მასშტაბიანი ტრანსფორმაციის პროგრამების მართვაზე სხვადასხვა დარგში. მას უმუშავია წამყვან საერთაშორისო და რუსულ კომპანიებთან ტრასფორმაციის მიზნების განხორციელების მიზნით ეფექტური ცვლილებების მართვის ინსტრუმენტების დახმარებით. იგი ოქსფორდის უნივერსიტეტის მაგისტრია.
 

Sergey Kulyk

Managing Partner, West Region

Sergey has led Deloitte’s Audit & Assurance Department in Kyiv for a number of years and has been Managing Partner of Deloitte’s Ukraine office since November 2019.

Sergey has over 20 years’ experience auditing major international, public and private companies across a variety of industries. He has worked with some of the firm’s largest clients to implement internal control and financial reporting systems. Under his leadership, Deloitte’s audit practice in Ukraine was twice recognized as the best in the country by the Corporate INTL Global Awards (in 2017 and 2018). Having joined Deloitte Ukraine in 2000, Sergey risen up the ranks from Audit Assistant to Managing Partner.

Sergey is a member of the Ukrainian Finance Ministry’s Methodological Accounting Council and a fellow of the Association of Chartered Certified Accountants (FCCA). 

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?