სტატია
ბიზნესის შეფასება / COVID 19-ის გავლენა კომპანიების საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებზე და ამგვარი ოპერაციების ზოგადი ანალიზი
დელოიტ აკადემიის ტრენინგი
დელოიტ აკადემია გიწვევთ ონლაინ ტრენინგზე - ბიზნესის შეფასება / COVID 19-ის გავლენა კომპანიების საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებზე (ტრანსფერ ფრაისინგი) და ამგვარი ოპერაციების ზოგადი ანალიზი.
ტრენინგის მთავარი თემები მოიცავს:
ბიზნესის შეფასება:
- ბიზნესის შეფასების პრინციპები და მიზნები;
- რა უნდა გავითვალისწინოთ ბიზნესის შეფასების დროს;
- ბიზნესის შეფასების მეთოდები და მათი გამოყენება;
- DCF მოდელი და WACC-ს გამოთვლა;
- პრაქტიკული მაგალითები.
ტრანსფერ ფრაისინგი:
- Covid-19-ით გამოწვეული კომპანიების ტრანსფერ ფრაისინგთან დაკავშირებული ახალი საგადასახადო რისკები;
- მომზადება ტრანსფერ ფრაისინგის მომავალი აუდიტისთვის;
- ოპერაციების შეფასების ახალი შესაძლებლობები;
- რეკომენდაციები ტრანსფერ ფრაისინგის რისკების შემცირებისთვის.
ტრენინგის თარიღი: 29 მაისი, 2020 წ. 14:00 – 18:00
მისამართი: ონლაინ ტრენინგი; დამატებითი ინფორმაცია ტრენინგზე დასწრების შესახებ გადაეგზავნებათ დარეგისტრირებულ მონაწილეებს.
ტრენინგის ღირებულება: 120 ლარი, დღგ-ის გარეშე.
* -20% -ერთი კომპანიიდან 2 ან მეტი თანამშრომლის რეგისტრაციისას
სამუშაო ენა: ქართული
ტრენინგზე დასარეგისტრირებლად, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი მოცემულ ბმულზე 20 მაისამდე.