Deloitte Announces Record Revenues of $34.2 billion

სიახლეები

დელოიტმა გამოაცხადა რეკორდული შემოსავალი 34.2 მილიარდი აშშ. დოლარის ოდენობით

24 სექტემბერი, 2014 – „დელოიტი“ს წევრმა კომპანიებმა გამოაცხადა ფინანსური წლის რეკორდული საერთო შემოსავალი $ 34.2 მილიარდი აშშ. დოლარის ოდენობით 2014 წლის 31 მაისის მდგომარეობით. ეს არის ეკონომიკური ზრდის მეხუთე წელი, რომელიც ხასიათდება კომპანიის მომსახურების გაზრდილი მოთხოვნილებით მსოფლიოს ყველა რეგიონში. კომპანიის ქსელის საერთო შემოსავალი გაიზარდა 6.5%-ით ადგილობრივ ვალუტაში, რაც 5.7%-ით ზრდის ექვივალენტურია აშშ. დოლარებში.

სიის სათავეშია საკონსულტაციო მომსახურება, სადაც ზრდის მაჩვენებელმა მიაღწია ორნიშნა მაჩვენებელს (10.3% ადგილობრივ ვალუტაში), მეორე ადგილზეა საგადასახადო და იურიდიული მომსახურება (7.7%). ასევე მნიშვნელოვანი ზრდაა კორპორატიული ფინანსების და რისკების მართვის სფეროში (6.8%). შემოსავლების ზრდამ აუდიტორული მომსახურების სფეროში შეადგინა 2,5% ანუ პოზიტიური ზრდაა მიუხედავად მნიშვნელოვანი ინვესტირებისა, აუდიტორული მომსახურების ხარისხის კონტროლში.

„მიუხედავად პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობისა, რომელიც ახასიათებდა რეგიონს 2014 წლის განმავლობაში, შემოსავლების ზრდამ, „დელოიტ" დსთ-ში ფინანსური წლის მდგომარეობით, რომელიც დასრულდა 2014 წლის 31 მაისს, შეადგინა 7% ადგილობრივ ვალუტაში," - განაცხადა „დელოიტ“ დსთ-ს მმართველმა პარტნიორმა დევიდ ოუენმა. როგორც სხვა რეგიონებში, ეს ზრდა განპირობებული იყო, ძირითადად საკონსულტაციო მომსახურების ზრდით, რომელიც მოიცავს მომსახურებას გადასახადების, საკონსულტაციო და კორპორატიული ფინანსების სფეროში. ეს საქმიანობა ხასიათდება დაბალანსებული კლიენტების პორტფელით ძირითად სექტორებში.

მარეგულირებელი გარემოს მზარდი სირთულეები და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება ახალი ფინანსური წლის შემოსავლების ზრდაზე გავლენას იქონიებს, თუმცა ჩვენი გეგმები გონივრულ ფარგლებში ამბიციურია და ასახავს ჩვენს სწრაფვას მივაღწიოთ შემოსავლების ზრდის ორნიშნა მაჩვენებელს ადგილობრივ ვალუტაში და ვუზრუნველყოთ მაღალი ხარისხის მომსახურება, რომელიც მაქსიმალურ შესაბამისობაში იქნება ჩვენი კლიენტენის მოთხოვნებთან.

2014 წლის 24 სექტემბერი

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?