New deloitte brand

პერსპექტივები

დელოიტის ბრენდის ახალი იერსახე

ემი ფულერი, უფროსი აღმასრულებელი დირექტორი, გლობალური ბრენდი

ორგანიზაციისთვის ბრენდი, როგორც ოჯახისთვის სახლი, ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია. საინტერესოა, რომ ამ ორის ასაკობრივი ზღვარიც ერთმანეთის მსგავსია.

ცამეტი წელი.

ეს არის ასაკი, როდესაც სახლების უმრავლესობა ყურადღების მიქცევას საჭიროებს. ხალიჩები ძველდება, ფერები ხუნდება, წლების მანძილზე შექმნილი დეკორაცია კი არ არის თანხვედრაში საერთო დიზაინთან.

იგივეს თქმა შეიძლება ბრენდზე. ის რაც ოდესღაც ინოვაციური იყო, დროთა განმავლობაში მოძველებული  ხდება. ასეთი ბრენდი შეიძლება შევადაროთ სატელეფონო ხაზებით გადატვირთულ სახლს, უკაბელო ინტერნეტის გარეშე.

ცამეტი წელი.

დელოიტმა თავისი ბრენდი ბოლოს 2003 წელს განაახლა, როდესაც ვიდეო კამერიანი ტელეფონები ნოვაცია იყო, Apple-მა დანერგა iTunes, Facebook-ი კი არ არსებობდა.

მწვანე წერტილის სიმბოლო სწრაფად გახდა ცნობადი. დღესდღეობით მწვანე წერტილი დელოიტთან ასოცირდება და პირიქით. წლების მანძილზე დელოიტის ქსელი და მისი პატარა მრგვალი სიმბოლო ერთად ვითარდებოდა.

ჩვენი მთავარი მიზანი - ღირებული შედეგების მიღწევა - არის ის, რაც დელოიტის შესახებ წარმოდგენების ერთიანობას ქმნის.  ახალი ბრენდის მხარდასაჭერად, ჩვენ ვეყრდნობით იგივე პრინციპს, რათა შევინარჩუნოთ ბრენდის ერთიანობა და თანმიმდევრულობა დელოიტის მთლიანი ქსელის მასშტაბით.

ჩვენი რებრენდინგი, რომელიც 15 ივნისს ამოქმედდა, მიზნად ისახავს შექმნას ერთიანი ბრენდი და იდენტური სისტემა, რათა კლიენტების მიერ დელოიტის აღქმა, იმის მიუხედავად, თუ რომელ გეოგრაფიულ გარემოში იმყოფებიან, რა ბიზნესით არიან დაკავებული ან რა ტექნიკურ მოწყობილობას იყენებენ წევრ კომპანიებთან დასაკავშირებლად,  იყოს თანმიმდევრული და შინაარსობრივი.

დელოიტის ვიზუალური იდენტურობის ყველა ძირითადმა ელემენტმა - ფერი, შრიფტი, ფოტოგალერეა და აპლიკაციები - განვითარება ჰპოვა. ჩვენ შევქმენით ახალი იდენტურობის ელემენტები და თანმიმდევრული ბრენდი ბეჭდვითი, ციფრული და მობილური საჭიროებებისთვის. ის რაც 2003 წელს მხოლოდ ოცნება იყო, დღეს ჩვენთვის საკვანძო საკითხია.

დელოიტის ახალი ბრენდი მხოლოდ ვიზუალური ელემენტებით არ შემოიფარგლება. იგი განაპირობებს ჩვენი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის ფონს და საშუალებას გვაძლევს სრულფასოვნად გამოვხატოთ ჩვენი ინდივიდუალურობა - საიმედოდ, ნათლად და ჰუმანურად.

სახლის განახლების მსგავსად, აღნიშნული ცვლილებები ეტაპობრივად განხორციელდება. ბრენდის მნიშვნელოვანი ელემენტები და მასალები ახალი სისტემისთვის ხელმისაწვდომი იქნება აგვისტოს ბოლოს. სრულად ახალ ბრენდზე გადასვლა კი უფრო მეტ დროს საჭიროებს. რებრენდინგი ერთ დღეში არ განხორციელდება, მაგრამ პროცესი უკვე დაიწყო.

ჩვენ ვეყრდნობით არსებული ბრენდის ძლიერ საფუძველს და ვახორციელებთ ინვესტირებას დელოიტის მომავალი ზრდისა და განვითარებისათვის, როგორც წამყვანი ბრენდი პროფესიული მომსახურების სფეროში.

ჩვენ არ ვიცით კომუნიკაციის რა საშუალებები იარსებებს ცამეტი, ან თუნდაც ხუთი წლის შემდეგ. რაც დღეს შეუცვლელი და აუცილებელია, შესაძლოა მალე მოძველებული და გამოუყენებელი გახდეს. ერთი რამ, რაც შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ არის ის, რომ ღირებული შედეგების მიღწევა, დროის გამოცდას გაუძლებს. ჩვენი მიზანი მუდმივია, ბრენდი კი განაგრძობს მოდერნიზებას ჩვენი საჭიროებების შესაბამისად, რათა უზრუნველვყოთ დელოიტის კონკურენტული უპირატესობა.

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?

დაკავშირებული თემები