სტატია

დელოიტის საშობაო საქველმოქმედო ღონისძიება

დახმარება მარტივია

ტრადიციულად, დელოიტმა წელსაც განახორციელა საშობაო საქველმოქმედო აქცია. თანამშრომლების ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შევძელით ბედნიერი ახალი წელი გვეჩუქებინა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის.

წელს დელოიტი 4 შეჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარა:

კვირაიების ოჯახი - მარტოხელა მამა 3 შვილით. ოჯახი ცხოვრობს ძველი სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში.

ძოძუაშვილების ოჯახი - მარტოხელა დედა 7 შვილით. ოჯახი ცხოვრობს ქირით პატარა ოთახში.

კვარაცხელიების ოჯახი - მარტოხელა დედა 4 შვილით. ოჯახი ცხოვრობს ქირით პატარა ოთახში.

უბილავების ოჯახი - მარტოხელა დედა ორი შვილით, რომელთაგან ერთი უნარშეზღუდულია.

მოხარული ვართ, რომ ჩვენი მცირედი წვლილი შევიტანეთ ამ მნიშვნელოვან საქმეში და ცოტათი მაინც შევუმსუბუქეთ ყოფა მათ, ვინც ამას დღეს ყველაზე მეტად საჭიროებს.

ერთად ჩვენ შევძლებთ შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ!

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?