სტატია

დელოიტის საშობაო საქველმოქმედო ღონისძიება

დახმარება მარტივია

ტრადიციულად, დელოიტმა წელსაც განახორციელა საშობაო საქველმოქმედო აქცია. თანამშრომლების ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შევძელით ბედნიერი ახალი წელი გვეჩუქებინა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის.

წელს დელოიტი 4 შეჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარა:

კვირაიების ოჯახი - 3 ობოლი ბავშვი, რომლებზეც მამიდები ზრუნავენ და ძველ სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობენ.

ჟორჟიკაშვილების ოჯახი - მარტოხელა დედა 4 შვილით. ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.

თორუების ოჯახი - 7 შვილიანი ოჯახი, რომლებსაც ნათესავებთან უხდებათ ცხოვრება რთული საცხოვრებელი პირობების და ბავშვის რთული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ხახიაშვილების ოჯახი - 4 შვილიანი ოჯახი, რომელთაგან ერთი უნარშეზღუდულია. მამა ფიზიკურ მუშაობას ვეღარ ახერხებს სამსახურში მიღებული ტრავმის გამო.

კონკრეტული საჭიროებების დაკმაყოფილების პარალელურად ოჯახებს გადაეცათ პირველადი მოხმარების ნივთები, ტანსაცმელი, საკვები და ტკბილეული საახალწლოდ.

მოხარული ვართ, რომ ჩვენი მცირედი წვლილი შევიტანეთ ამ მნიშვნელოვან საქმეში და ცოტათი მაინც შევუმსუბუქეთ ყოფა მათ, ვინც ამას დღეს ყველაზე მეტად საჭიროებს.

ერთად ჩვენ შევძლებთ შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ!

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?