სიახლეები

დელოიტის საშობაო ღონისძიება:

დახმარება მარტივია!

2015 წლის 24 დეკემბერს დელოიტმა მორიგი საქველმოქმედო ღონისძიება განახორციელა. წელს დელოიტის თბილისის ოფისი დაეხმარა კავშირს "ახალი ნაბიჯები", რომელიც სამგორის რაიონში ერთადერთი დღის ცენტრის პროგრამას ახორციელებს.

დღის ცენტრი მზრუნველობას უწევს 6-დან 18 წლამდე ასაკის 34 სოციალურად დაუცველი და უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების ბავშვებს, რომელთაგან 8 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. ლატარეის გათამაშების შედეგად შეგროვდა 2,300 ლარი, დელოიტის თბილისის ოფისის მმართველი პარტნიორის ჯონ რობინსონის გადაწყვეტილებით კი აღნიშნული თანხა გაორმაგდა დელოიტის საქველმოქმედო ფონდიდან და დახმარების საერთო ოდენობამ 4,600 ლარი შეადგინა.

დელოიტი მადლობას უხდის ღონისძიების სპონსორებს ლატარეის გათამაშებისთვის აუცილებელი პრიზების უსასყიდლოდ გადმოცემისთვის:

Rooms Hotel Kazbegi

Rooms Hotel Tbilisi

Holiday Inn Tbilisi

Premium Residence Hotel Batumi

Betsy’s Hotel

Domino’s Pizza

Cavea Cinemas

Life Dent

UG Gym

გამოვლინდა დღის ცენტრის გადაუდებელი საჭიროებები და დახმარებაც შესაბამისად განხორციელდა. ცენტრი საჭიროებდა  სკამებსა და მაგიდებს, სამზარეულოს აღჭურვილობას. დელოიტმა დღის ცენტრისთვის შეიძინა 40 სკამი, 6 მაგიდა, მაცივარი, სამზარეულოს კარადები, თბილი ტანსაცმელი ბავშვებისთვის, სათამაშოები და ტკბილეული. 

დელოიტი მადლობას უხდის ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში.  

კომპანია მომავალშიც განაგრძობს საქველმოქმედო ღონისძიებების მხარდაჭერას. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ!

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?

დაკავშირებული თემები