არსში წვდომა

დელოიტის საშობაო საქველმოქმედო ღონისძიება

დახმარება მარტივია

ტრადიციულად, დელოიტმა წელსაც განახორციელა საშობაო საქველმოქმედო აქცია. კომპანიისა და თანამშრომლების დახმარებით, ჩვენ შევძელით ბედნიერი ახალი წელი გვეჩუქებინა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის.

წელს დელოიტი 3 შეჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარა:

ჯიშკარიანების ოჯახი - მარტოხელა დედა 6 შვილით. ოჯახი ცხოვრობს სკოლის ძველ შენობაში.

შენგელიების ოჯახი - 5 შვილიანი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სკოლის ძველ შენობაში.

როსტომაშვილების ოჯახი - 9 შვილიანი ოჯახი.

დელოიტი განსაკუთრებულ მადლობას უხდის კომპანიებს, რომლებმაც საქველმოქმედო გათამაშებისთვის უსასყიდლოდ გადმოგვცეს პრიზები:

  • ლუდის რესტორანი „გრუნერი“   
  • კლინიკა "მედი"
  • კავეა თბილისი მოლი
  • ღვინის კომპანია „იკანო“
  • ლუმოს იოგა
  • მხატვარი - ნონა პაქსაშვილი

ასევე, გვინდა მადლობა გადავუხადოთ  ცეკვის სტუდია „Stay Strong”-ის მოცეკვავეებს უფასო კონცერტის გამართვისთვის.

მოხარული ვართ, რომ ჩვენი მცირედი წვლილი შევიტანეთ ამ მნიშვნელოვან საქმეში და ცოტათი მაინც შევუმსუბუქეთ ყოფა მათ, ვინც ამას დღეს ყველაზე მეტად საჭიროებს.

ერთად ჩვენ შევძლებთ შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ!

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?

დაკავშირებული თემები