სტატია

ბიზნეს გეგმა და საინვესტიციო პრეზენტაცია, ფინანსური აღრიცხვისა და საგადასახადო დაბეგვრის საფუძვლები სტარტაპებისთვის

დელოიტისა და ევროპული ბიზნეს ასოციაციის ერთობლივი ონლაინ ტრენინგი

დელოიტი და ევროპული ბიზნეს ასოციაცია მოხარულია მოგიწვიოთ ონლაინ ტრენინგზე სახელწოდებით - ბიზნეს გეგმა და საინვესტიციო პრეზენტაცია, ფინანსური აღრიცხვისა და საგადასახადო დაბეგვრის საფუძვლები სტარტაპებისთვის.

ტრენინგი მიზნად ისახავს სტარტაპების მხარდაჭერას და მათთვის, არსებითი ფინანსური თუ საგადასახადო საკვანძო საკითხებისა და ასევე, ბიზნეს გეგმისა და საინვესტიციო პრეზენტაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, რაც აუცილებელია მათი ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის.

ტრენინგს გაუძღვებიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალები.

თარიღი: 7 ოქტომბერი
დრო: 14:00 – 17:00

სამუშაო ენა:   

ბიზნეს გეგმა და საინვესტიციო პრეზენტაცია - ინგლისური   

ფინანსური აღრიცხვისა და საგადასახადო დაბეგვრის საფუძვლები - ქართული

რეგისტრაცია

ტრენინგზე დასწრება უფასოა. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე 4 ოქტომბრამდე.

დეტალური ინფორმაცია ტრენინგზე დასწრების შესახებ გადაეგზავნებათ დარეგისტრირებულ მონაწილეებს.

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?