მეტი ჩვენს შესახებ

ფუნქციონალური ლიდერები

დელოიტ დსთ

იგორ ტოკარევი

მმართველი პარტნიორი, აუდიტი, დსთ

იგორს აუდიტის სფეროში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს რუსეთში, დსთ-ს ქვეყნებსა და საზღვარგარეთ. მას აქვს აუდიტის ჩატარების დიდი გამოცდილება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და ბუღალტრული აღრიცხვის რუსეთის სტანდარტების შესაბამისად რუსული და საერთაშორისო კომპანიებისთვის სხვადასხვა ინდუსტრიულ დარგში. იგორს დამთავრებული აქვს სანქტ პეტერსბურგის ეკონომიკისა და ფინანსების სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის სპეციალობით. იგი არის სერთიფიცირებული აუდიტორი რუსეთში და ACCA-ს წევრი.

სვეტლანა მეიერი

მმართველი პარტნიორი, საგადასახადო და იურიდიული დეპარტამენტი, დსთ

დელოიტსა და დიდი ოთხეულის სხვა კომპანიებში 19 წლიანი მუშაობის მანძილზე მოსკოვში, სანკტ პეტერბურგსა და ლონდონში, სვეტლანა მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა პირადი საკუთრებისა და ინვესტირების სტრუქტურების განვითარების, გრძელვადიანი მოტივაციის პროგრამების დანერგვის და საგადასახადო ანგარიშების მომზადების პროექტებს. სვეტლანას საოჯახო ოფისებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს საგადასახადო დაგეგმვის, მემკვიდრეობისა და ქველმოქმედების საკითხებში. იგი ფლობს GRP სერთიფიკატს (WorldatWork, 2007).

ალექსანდრე სოკოლოვი

მმართველი პარტნიორი, ფინანსური კონსულტაცია, დსთ 

ალექსანდრემ მუშაობა დაიწყო ერთ-ერთ დიდი ოთხეულის კომპანიაში უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სადაც მას მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი ბანკებსა და ფინანსებში. ლონდონსა და მოსკოვში გატარებული 15 წლის შემდეგ, 2012 წელს იგი შეუერთდა დელოიტის FAS-ისა და ექსპერტიზის ჯგუფს. ალექსი არის ACCA-ის წევრი და აქვს 14 წლიანი გამოცდილება  ბუღალტრულ ექსპერტიზაში ხელმძღვანელობდა რა კომლექსური  თაღლითობების, კორპორატიული დაზვერვის, ფულის გათეთრებისა და თაღლითობის რისკების პროექტებს სამომხმარებლო და საბანკო სექტორზე ფოკუსირებით.  

ნატალია კაპრიზინა

პარტნიორი, დსთ-ს რისკების მართვის ჯგუფის ხელმძღვანელი

ნატალიას გააჩნია აუდიტისა და ორგანიზაციის რისკების მართვის სფეროში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება. მას დამთავრებული აქვს ფინანსური აკადემია და EMLYON ბიზნეს სკოლა, არის რუსეთის სერტიფიცირებული აუდიტორი და აშშ-ს სერტიფიცირებული ბუღალტერი (CPA).
ნატალია სპეციალიზირებულია ინტეგრირებული აუდიტის ჩატარებაზე, შიდა კონტროლის სისტემის დანერგვასა და განხორციელებაზე, აქციების პირველადი განთავსებისთვის მზაობასა და სარბეინს-ოქსლის აქტის მოთხოვნების შესრულებაზე.
 

კრისტოფერ არმიტაჟი

მმართველი პარტნიორი, საკონსულტაციო მომსახურება, დსთ 

კრისტოფერი ხელმძღვანელობს ცვლილებების მართვის გუნდს. მას 15 წლიანი გამოცდილება აქვს საკონსულტაციო მომსახურების სფეროში, აქედან 12 წელი კი დელოიტის დიდი ბრიტანეთის ოფისში გაატარა. კრისტოფერი ძირითადად ფოკუსირებულია ფართო-მასშტაბიანი ტრანსფორმაციის პროგრამების მართვაზე სხვადასხვა დარგში. მას უმუშავია წამყვან საერთაშორისო და რუსულ კომპანიებთან ტრასფორმაციის მიზნების განხორციელების მიზნით ეფექტური ცვლილებების მართვის ინსტრუმენტების დახმარებით. იგი ოქსფორდის უნივერსიტეტის მაგისტრია.

Back to Firm Leadership

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?

დაკავშირებული თემები