Ian Colebourne appointed as new Deloitte CIS Managing Partner

პრესს რელიზი

იან კოულბერნი დელოიტ 
დსთ-ს ახალი მმართველი
პარტნიორი

დელოიტ დსთ მოხარულია გაცნობოთ იან კოულბერნის დანიშვნის შესახებ კომპანია დელოიტ დსთ-ს მმართველ პარტნიორად. იანი ახალი მოვალეობების შესრულებას 2015 წლის 1 იანვრიდან შეუდგება.

კოულბერნი ამ პოზიციაზე დევიდ ოუენს შეცვლის, რომლის უფლებამოსილების ვადა დასასრულს უახლოვდება. დევიდი ბრუნდება გაერთიანებული სამეფოს "Deloitte"-ის ოფისში. თავისი ხელმძღვანელობის სტილის წყალობით, მან მოახერხა "Deloitte" დსთ-ს მთელი რიგი სფეროების განვითარება და განმტკიცება. იგი პირადად იყო ჩართული დსთ-ს და სხვა რეგიონების მთავარ კლიენტებთან მუშაობის პროცესში, მოიგო მნიშვნელოვანი ტენდერი ERP პროექტის განხორციელების და გააფართოვა კომპანიის ქსელი რუსეთში, გახსნა ოფისები უფასა და ეკატერინბურგში."Deloitte"-ის ქსელის საერთაშორისო მხარდაჭერის ზრდით და მიზნობრივი ინვესტიციებით კომპანიამ შეიძინა რიგ სფეროებში მუშაობის საუკეთესო გამოცდილება, მათ შორის, ფინანსური საგამოძიებო, რომელიც კოულბერნის წინა სპეციალიზაციის სფეროა, საგადასახადო,  საკონსულტაციო და სტრატეგიული მომსახურება ფინანსური მენეჯმენტისთვის. ამ ეტაპზე, კომპანიამ შექმნა მომავალი ზრდისა და წარმატებული კონკურენციის მყარი საფუძველი.

კომპანია "Deloitte" დსთ-ს ახალი მმართველი პარტნიორის რანგში კოულბერნი თავის თავზე აიღებს დსთ-ს 11 ქვეყნის 18 ოფისში მომუშავე 2,5 ათასი თანამშრომლის ხელმძღვანელობას. მისი მიზანი იქნება განამტკიცოს კომპანიის პოზიცია რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში, რომლებიც "Deloitte"-ის მიერ კვლავ განიხილება პრიორიტეტულ საერთაშორისო ბაზრებად, განახლებული სტრატეგიის რეალიზაციის ფარგლებში.

კვენტინ ო'ტულე, ამჟამად აუდიტის დეპარტამენტის უფროსი და "Deloitte" დსთ-ს საოპერაციო დირექტორი, დაინიშნა მმართველი პარტნიორის მოადგილედ. კოულბერნს და ო'ტულეს აღნიშნულ რეგიონში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვთ.

„ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი გუნდი, გვაქვს შესანიშნავი ბრენდი და უსაზღვრო შესაძლებლობები ბიზნესის განვითარებისათვის“, გაგვიზიარა თავისი მოსაზრება კოულბერნმა.

საერთაშორისო დონეზე "Deloitte"-მა დაისახა ამბიციური გეგმები, რომელთა მიღწევაში    დსთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სწრაფვა ამ მიზნის მისაღწევად შექმნის პროფესიული ზრდისა და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას. ჩვენი კომპანიის გარდუვალი წარმატება განმტკიცდება ჩვენ კლიენტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მათი მოთხოვნების გათვალისწინებით და მათი მოლოდინის გადამეტებით.    

აი როგორი კომენტარი გააკეთა დევიდ ოუენმა: მე ვამაყობ იმით, რაც ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი კლიენტებისთვის, ჩვენი ზრდის მონაცემებითა და ფინანსური შედეგებით, აგრეთვე ამის საფუძველზე ჩვენი თანამშრომლებისთვის პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობების შექმნით. ჩვენ გავაგრძელეთ დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორციელება, მიუხედავად უახლესი პოლიტიკური და ეკონომიკური სირთულეებისა, რომელთან შეხებაც ყველას გვქონდა გასულ წელს. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ, რათა უზრუნველგვვყო მაღალი ხარისხი და შეგვეთავაზებინა ყველა მოთხოვნილი მომსახურება სრული მოცულობით. ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო, მეცხოვრა და მემუშავა მოსკოვში, მე აქ შევიძინე ფასდაუდებელი გამოცდილება მეხელმძღვანელა კომპანიის დსთ-ს ერთეულისთვის მისი განვითარების ფაზაში. დიდ პატივსცემას გამოვხატავ ჩემი კოლეგების მიმართ და დარწმუნებული ვარ, რომ თავის მომავალ საქმიანობაში ახალ ხელმძღვანელობასთან, ისინი დაეყრდნობიან იმ შედეგებს რომელსაც ერთად მივაღწიეთ“.

კოულბერნი რუსეთში პირველად 2000 წელს ჩამოვიდა და 10 წელზე მეტია რაც მოსკოვში ცხოვრობს. თავის 20 წლიან კარიერაში, ასრულებდა რა სხვადასხვა ფუნქციებს, მან წარმოუდგენელ წარმატებებს მიაღწია. მან შექმნა დსთ-ში წამყვანი ფინანსური საგამოძიებო ჯგუფი  და სათავეში ჩაუდგა საკონსულტაციო მომსახურების დეპარეტამენტს, რისკების მართვის სფეროში დიდი ოთხეულის ერთერთ კომპანიაში, ასევე ფინანსურ საგამოძიებო ჯგუფს  ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში. დელოიტში იანმა მუშაობა 2012 წელს დაიწყო, დევიდ ოუენის უმაღლესი აღმასრულებელი ხელმძღვანელობის შემადგენლობაში.

კოულბერნს ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი. მას აქვს ბიოლოგიის მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი, ბირმინგემის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), სადაც მან ასევე წარჩინებით დაამთავრა იურიდიული პრაქტიკის კურსი, წარმატებით ჩააბარა იურისტების საერთო პროფესიული გამოცდა და მიიღო იურისტის კვალიფიკაცია.

მოსკოვი, 2014 წლის 13 ოქტომბერი

დელოიტი გულისხმობს ერთ ან რამოდენიმე დელოიტ ტუშ ტომაცუ ლიმიტედის კომპანიას, რომელიც წარმოადგენს გარანტიით უზრუნველყოფილ ბრიტანულ კერძო კომპანიას (“DTTL”), მისი წევრი კომპანიების ქსელს და მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს.  DTTL და მისი ყოველი წევრი წარმოადგენს იურიდიულად დამოუკიდებელ ცალკე პირს. DTTL (რომელიც ასევე მოიხსენიება როგორც “Deloitte Global”) კლიენტებს არ უზრუნველყოფს სერვისის მიწოდებით. DTTL-ისა და მისი წევრი კომპანიების დეტალური აღწერისთვის გთხოვთ იხილოთ www.deloitte.com/about.

დელოიტი სთავაზობს აუდიტორულ, საგადასახადო, საკონსულტაციო და ფინანსური რჩევების მომსახურებას სხვადასხვა სფეროში მოღვაწე როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კომპანიებს. დელოიტის გლობალური ქსელი, რომელიც აერთიანებს 150-ზე მეტ ქვეყანაში მოღვაწე წევრ კომპანიებს, კლიენტებს უზრუნველყოფს მსოფლიო მასშტაბის შესაძლებლობებითა და უმაღლესი ხარისხის მომსახურებით, რომლის მეშვეობითაც ისინი ბიზნესის ურთულეს გამოწვევებს უმკლავდებიან. დელოიტში დასაქმებული 210 000-ზე მეტი პროფესიონალი გამსჭვალულია სრულყოფისკენ სწრაფვით.

დელოიტის შესახებ

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?