Industry Group Leaders

მეტი ჩვენს შესახებ

ინდუსტრიული ჯგუფის ლიდერები

დელოიტ დსთ

იგორ მეტელკინი

პარტნიორი, სამომხმარებლო და ინდუსტრიული პროდუქტების ლიდერი, დსთ

იგორს დელოიტში, სამომხმარებლო პროდუქტების, საცალო ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში მუშაობის 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. ის ხელმძღვანელობდა საცალო და სადისტრიბუციო ინდუსტრიულ გუნდს დელოიტ დსთ-ში 10 წელზე მეტი და უწევს აუდიტორულ და საკონსულტაციო მომსახურებას ადგილობრივ და საერთაშორისო კლიენტების აღნიშნულ სექტორში. იგი არის CPA, რუსეთში სერთიფიცირებული აუდიტორი, უძღვება დელოიტ დსთ-ს ფრანგული მომსახურებების გუნდს და არის დელოიტ დსთ-ს დირექტორთა საბჭოს წევრი.

გენადი კამიშნიკოვი

მმართველი პარტნიორი, ენერგეტიკა და რესურსები, დსთ 

გენადის აქვს  რუსეთის საგადასახადო და იურიდიულ სფეროში მუშაობის 20 წელზე მეტი გამოცდილება და ავტორია 1992 წლის საგადასახადო კანონმდებლობის საკვანძო საკითხების. ის ფლობს  მაგისტრის ხარისხს ეკონომიკაში და სამართალმცოდნეობაში და დოქტორის ხარისხს საერთაშორისო გადასახადებში. გენადი მართავდა დელოიტ დსთ-ს საგადასახადო და იურიდიულ სფეროს 6 წლის განმავლობაში, ამჟამად კი უძღვება ჩვენს საქმიანობას ენერგეტიკისა და რესურსების სექტორში.

სერგეი ნეკლიუდოვი

პარტნიორი, ფინანსური მომსახურების დარგის ლიდერი, დსთ

სერგეი დელიოტში მოსვლამდე 14 წელიწადი მუშაობდა სხვა დიდი ოთხეულის კომპანიაში, სადაც უძღვებოდა აუდიტს ფინანსური კომპანიებისთვის IFRS, RAS/US GAAP-ის სტანდარტების მიხედვით. მას აქვს მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში, არის რუსეთში სერთიფიცირებული აუდიტორი, АССА-ის და დელოიტ დსთ-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. სერგეი კარგად იცნობს რუსეთისა და ევროპის  საბანკო, საბროკერო და სალიზინგო სექტორებს და უძღვება პროექტებს ფინანსური ანგარიშგების შედარებითი ანალიზის, განვითარებისა და   საბუღალტრო და ფინანსური ანგარიშების სისტემების დანერგვის კუთხით.

ოლგა ტაბაკოვა

პარტნიორი, ტექნოლოგიების, მედიისა და ტელეკომუნიკაციის დარგის ლიდერი, დსთ

ოლგამ დელოიტში მუშაობა 1995 წელს დაიწყო, 2004 წელს კი აუდიტის დეპარტამენტის პარტნიორი გახდა. 2007 წლიდან იგი ხელმძღვანელობს დელოიტის პრაქტიკას ტექნოლოგიების, მედიისა და ტელეკომუნიკაციის დარგში. ოლგა სპეციალიზდება აუდიტორული და მარწმუნებელი მომსახურების კუთხით, GAAP-ის და IFRS-ის სტანდარტების პირველადი დანერგვის, შიდა კონტროლისა და აქციების პირველად განთავსებასთან დაკავშირებულ მომსახურებებში. მას აქვს მაგისტრის ხარისხი გამოყენებით მათემატიკაში და არის  CPA. უყვარს მოგზაურობა,  ხელოვნება და გატაცებულია ბონსაის ხის გაზრდით.  

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?