სტატია

ჩინეთის დელეგაციასთან შეხვედრა

ადგილობრივი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაცნობა

6 სექტემბერს დელოიტის საქართველოს ოფისს ჩინეთის დელეგაცია ესტუმრა დელოიტის ჰონგ-კონგის წარმომადგენლების თანხლებით.

ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის წამყვანი კომპანიების აღმასრულებელი და ფინანსური დირექტორები სტუმრობდნენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სამთავრობო წარმომადგენლებსა და წამყვან კომპანიებს ადგილობრივი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით.

დელოიტის საქართველოს ოფისის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განხილულ მთავარ საკითხებს შორის იყო: ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო, ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორები, საგადასახადო და საკანონმდებლო საკითხები, საქართველოში განხორციელებული ჩინეთის და საერთაშორისო პროექტები და სხვა.

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?