პერსპექტივები

თანამშრომლობა კიბერ საფრთხეების დასაძლევად

რისკები და პასუხისმგებლბები ინტერნეტის გლობალიზაციის ეპოქაში

დელოიტის წევრი ფირმები ეხმარებიან მსოფლიო ბიზნესებს კიბერ საშიშროების წინააღმდეგ ბრძოლაში, წარმოადგენენ რა საინფორმაციო პარტნიორს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „კიბერ საშიშროების საწინააღმდეგო თანამშრომლობის“ პროექტის ფარგლებში.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პროექტი - „კიბერ საშიშროების საწინააღმდეგო თანამშრომლობა“ - წარმოადგენს დიალოგს განსხვავებულ კომპანიებს და დაინტერესებულ მხარეებს შორის კიბერ საშიშროებებთან გამკლავების, ბიზნესის წარმოების სტანდარტების გაუმჯობესების და ურთიერთთანამშრომლობის უსაფრთხოებისა და სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით.

საერთაშორისო ინიციატივის ფარგლებში შემუშავებულ იქნა კიბერ საფრთხეების გამკლავების ზოგადი პრინციპები და მომზადდა ანგარიში, რომელშიც განიხილება კიბერ საშიშროების წინააღმდეგობის საშუალებები საერთაშორისო  დონეზე. ინიციატივა განიხილავს აღნიშნული პრონციპების დანერგვას კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ და გვთავაზობს თავდაცვის სისტემების შეფასებისა და გაუმჯობესების შესაბამის მეთოდებს.

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?