სტატია

გრძელვადიანი აქტივების აღრიცხვის განახლებული IFRS სტანდარტები და მათი გავლენა ქონების გადასახადზე

დელოიტ აკადემიის ტრენინგი

2019 წლის იანვრიდან ძალაში შევიდა ახალი სტანდარტი (IFRS 16) რომელმაც ძირეულად შეცვალა ფინანსური/საოპერაციო ლიზინგის აღრიცხვის პრინციპები მეიჯარის მხრიდან. აღნიშნულმა ცვლილებებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ქონების გადასახადით დასაბეგრი აქტივების განსაზღვრაზე და შესაბამისად ქონების გადასახადის გაანგარიშებაზე. დელოიტ აკადემია გიწვევთ ტრენინგზე, რომლის მიზანია გაგიზიაროთ დელოიტის ცოდნა და მრავალწლიანი გამოცდილება გრძელვადიანი აქტივების აღრიცხვა/დაბეგვრასთან დაკავშირებით.

ტრენინგის თემა: გრძელვადიანი აქტივების აღრიცხვის განახლებული IFRS სტანდარტები და მათი გავლენა ქონების გადასახადზე

  • საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ძირითადი საშუალებების (IAS 16); აქტივის გამოყენების უფლების (IFRS 16); გასაყიდად გამიზნული ქონების (IFRS 5) და საინვესტიციო ქონების (IAS 40) აღრიცხვის თავისებურებები;
  • საგადასახადო კოდექსის / კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნები ქონების გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით, ასევე IFRS-ით აღრიცხვასთან დაკავშირებული თავისებურებები და აქტუალური მიდგომები;
  • საგადასახადო ორგანოს მიერ გამოცემულ სიტუაციურ სახელმძღვანელოებსა და საგადასახადო დავებზე დაყრდნობით პრაქტიკაში დამკვიდრებული ინტერპრეტაციებისგან განსხვავებული
    მიდგომები;
  • ძირითადი საშუალებების დღგ-ით დაბეგვრის თავისებურებები.


ტრენინგის თარიღი: 10 მარტი, 2020 წ. 14:00 –18:00

მისამართი: მერაბ ალექსიძის ქ. 12, ბიზნეს ცენტრი King David, მე-2 სართული

ტრენინგის ღირებულება: 300 ლარი, დღგ-ის გარეშე; *-20% - ერთი კომპანიიდან 2 ან მეტი თანამშრომლის რეგისტრაციისას

სამუშაო ენა: ქართული

ტრენინგზე დასარეგისტრირებლად, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი მოცემულ ბმულზე.

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?