International GAAP Holding Limited

არსში წვდომა

2015 წლის ფინანსური ანგარიშგების მოდელი 

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო GAAP ჰოლდინგ ლიმიტედის ფინანსური ანგარიშგების 2015 წლის მოდელი წარმოადგენს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების ილუსტრირებას. იგი მოიცავს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებსაც, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში კონკრეტული სტანდარტის შიგნით არის მოცემული.

საერთაშორისო GAAP ჰოლდინგ ლიმიტედი პირველად არ წარმოადგენს ფინანსური ანგარიშგების მოდელს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. სწორედ ამიტომ IFRS სტანდარტების შესაბამისი ფინანსური ანგარიშგების პირველად მომზადებისას საჭიროა გავეცნოთ IFRS 1-ს "ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების პირველადი გამოყენება". საერთაშორისო GAAP ჰოლდინგ ლიმიტედი არ წარმოადგენს IFRS 10, IFRS 12 და IAS 27-ის მოთხოვნებით განსაზღვრულ საინვესტიციო კომპანიას.

2015 წლის ფინანსური ანგარიშგების მოდელში ილუსტრირებულია ახალი და განახლებული ფინანსური ანგარიშგების საერტაშორისო სტანდარტები გამოყენება, რომლებიც გამოიცა 2015 წლის 31 მაისამდე და სავალდებულოა პერიოდისთვის 2015 წლის 1 იანვრიდან. შესაბამისად, ფინანსური ანგარიშგების მოდელი არ ასახავს იმ IFRS სიახლეებს, რომლებიც არ არის ეფექტური 2015 წლის 1 იანვრისთვის.

ჩამოტვირთეთ დოკუმენტი PDF ფორმატში
იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?