სტატია
დელოიტ აკადემიის ტრენინგი
IFRS 16
დელოიტი მოხარულია მოგიწვიოთ დელოიტ აკადემიის ონლაინ ტრენინგზე - IFRS 16.
ტრენინგი მოიცავს შემდეგ თემებს:
- საიჯარო ხელშეკრულების იდენტიფიკაცია
- საიჯარო ხელშეკრულების ცალკეული კომპონენტები
- კომბინირებული ხელშეკრულებები
- საიჯარო ხელშეკრულების პირობები
- საიჯარო გადახდები
- პრაქტიკული გამოყენებები
- იჯარის აღრიცხვა მოიჯარის ანგარიშგებაში
- პრეზენტაცია და გამჟღავნება
თარიღი: 28 აპრილი, 2021
ადგილმდებარეობა: ონლაინ ტრენინგი
ენა: ინგლისური
ტრენინგის ღირებულება: 120 ლარი, დღგ-ის გარეშე. * -20% - ერთი კომპანიიდან 2 ან მეტი თანამშრომლის რეგისტრაციისას
ფასილიტატორები:
მარინა იენგიბარიან | მენეჯერი, აუდიტის დეპარტამენტი
მარინა აუდიტის მენეჯერია დელოიტის ლონდონის ოფისში. მას აქვს მენეჯერად მუშაობის გამოცდილება მოსკოვსა და თბილისში. მარინა სპეციალიზირებულია ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელებაში ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
ნათია კალანდაძე | მენეჯერი, აუდიტის დეპარტამენტი
ნათია აუდიტის მენეჯერია დელოიტის თბილისის ოფისში. იგი სპეციალიზირებულია ფინანსური ანგარიშგებების აუდიტის განხორციელებაში ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; ნათიას, როგორც აუდიტორს, ბანკებსა და სხვა ადგილობრივ კომპანიებთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება გააჩნია.
ტრენინგზე დასარეგისტრირებლად, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი მოცემულ ბმულზე 21 აპრილამდე.
ტრენინგის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს გადაეცემა დელოიტ აკადემიის ელექტრონული სერთიფიკატი.