სტატია

ფასს 17  სადაზღვევო კომპანიებისთვის

დელოიტის სემინარი

28 სექტემბერს დელოიტმა სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში ჩაატარა სემინარი თემაზე “ფასს 17 სადაზღვევო კომპანიებისთვის”.

დელოიტის ადგილობრივმა და მოწვეულმა ექსპერტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ფასს 17-თან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი წამყვანი სადაზღვევო კომპანიების და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები.

სემინარმა ძალზედ საინტერესოდ და პროდუქტიულად ჩაიარა, რასაც ადასტურებდა საკითხთა განხილვისას ღონისძიების მონაწილეთა აქტიური ჩართულობა, დასმული შეკითხვების სირთულე და მონაწილეებისგან მიღებული დადებითი გამოხმაურება სემინარზე.

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?