Audit Advisory

მომსახურება

შიდა აუდიტი

გონივრული გადაწყვეტილებები

შიდა აუდიტი არის საკუნსულტაციო საქმიანობა და ორგანიზაციის ოპერაციების გაუმჯობესებისა და მისთვის დამატებითი სარგებლის მინიჭების ობიექტური გარანტი. მას შეუძლია დაეხმაროს ორგანიზაციას განახორციელოს თავისი სტრატეგიული მიზნები რისკების მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების ეფექტურობის შეფასებისა და გაუმჯობესებისთვის სისტემატური, დისციპლინური მიდგომის გამოყენების გზით. “დელოიტის” წევრი კომპანიების შიდა აუდიტის სერვისები ეხმარება მმართველ საბჭოსა და უფროს აღმასრულებლებს უკეთ მართონ საწარმოო რისკები. “დელოიტის” პროფესიონალები ეხმარებიან ორგანიზაციებს გაზარდონ ეფექტურობა, ხარისხი და შიდა აუდიტით მიღებული სარგებელი. რისკებისა და ოპერაციული გაუმჯობესების არეების – განსაკუთრებით კი სპეციფიკური ინდუსტრიული სექტორებისა და ბაზრების ნიუანსების ფართო ცოდნა ეხმარება შიდა აუდიტის ფუნქციებს გააუმჯობესონ საქმიანობა და საოპერაციო ეფექტურობა და მოუტანონ დამატებითი სარგებელი თავიანთ ორგანიზაციებს.

დელოიტის წევრი ფირმების აუთსორსინგის პროექტები განმეორებადი ხასიათისაა და მოიცავს შიდა აუდიტის ყველა აქტივობას, მათ შორის: წლიური დაგეგმვა, წლიური გეგმის შესრულება და მენეჯმენტსა და აუდიტის კომიტეტთან ანგარიშის წარდგენა. აუთსორსინგის ფარგლებში კლიენტს შეიძლება ყავდეს ან არ ყავდეს აუდიტის მთავარი აღმასრულებელი თავის ორგანიზაციაში.

შიდა აუდიტის აუთსორსინგი

თანადაქირავების სამუშაოები არის განმეორებადი ხასიათის და მოიცავს ორგანიზაციის მთლიანი შიდა წლიური აუდიტის საათების გარკვეული პროცენტის შესრულებას.

შიდა აუდიტის თანადაქირავება

თემატური ექსპერტიზის დაქირავება წარმოადგენს სპეციფიკურ ინდივიდუალურ სამუშაოს, სადაც კლიენტი საჭიროებს დელოიტის სპეციალისტების უნარებს და ექსპერტიზას შიდა აუდიტის მომსახურების განხორციელებისთვის. როგორც წესი, დელოიტის წევრი კომპანიების პროფესიონალები ასრულებენ მთლიან პროექტს კლიენტის სახელით ან აერთიანებენ თავისი სპეციალისტების რესურსებს კლიენტის გუნდთან, რომ განახორციელონ შიდა აუდიტის სამუშაოები.

შიდა აუდიტის ექსპერტიზის/მცირე და საშუალო ბიზნესის დაქირავება

შიდა აუდიტორების ინსტიტუტის შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით კომპანიებმა უნდა განახორციელონ თავიანთი შიდა აუდიტის ფუნქციის ხარისხის დამოუკიდებელი შეფასება ჩაატარონ სულ მცირე ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ მაინც.

შიდა აუდიტის ეფექტურობის მიმოხილვა 

შიდა აუდიტის გარდაქმნის სამუშაოები წარმოადგენს შიდა აუდიტის ფუნქციის განვითარებასა და გარდაქმნაში ხელშეწყობას, რათა ის გახდეს უფრო ეფექტური და კომპანიას მოუტანოს მეტი ღირებულება. ფოკუსირების სფეროები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: მეთოდოლოგიით, ჯგუფური საკითხებით, ტექნოლოგიის გამოყენებით და შიდა აუდიტის ანგარიშგებით. ამ სერვისების მომხმარებელი შეიძლება იყოს აუდიტის მთავარი აღმასრულებელი, მმართველი გუნდი, ან დირექტორთა საბჭოს აუდიტის კომიტეტი.

შიდა აუდიტის გარდაქმნა

Key contact

ნატალია კაპრიზინა

ნატალია კაპრიზინა

რისკების მართვის ჯგუფის ხელმძღვანელი

ნატალიას გააჩნია აუდიტისა და ორგანიზაციის რისკების მართვის სფეროში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება. მას დამთავრებული აქვს ფინანსური აკადემია და EMLYON ბიზნეს სკოლა, არის რუსეთის სერტიფიცირებული აუდიტორ... მეტი