სტატია

დელოიტის პრეზენტაცია უნივერსიტეტებში

დელოიტის საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართეს.

დელოიტის თანამშრომლებმა სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია კომპანიის ზოგადი ღირებულებებისა და კომპანიაში სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.

სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ  პოტენციურ დამსაქმებელს და პასუხები მიეღოთ მათთვის საინტერესო კითხვებზე.

პრეზენტაციებმა წარმატებით ჩაიარა, რასაც დამსწრე სტუდენტების რაოდენობა და მათი მხრიდან არსებული დიდი ინტერესი მოწმობს. 

 
იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?