სტატია

დელოიტის პრეზენტაცია უნივერსიტეტებში

დელოიტის საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ წარმომადგენლები დელოიტის საქართველოს ოფისის თითოეული დეპარტამენტიდან, რომლებიც შეხვდნენ შემდეგი უნივერსიტეტების სტუდენტებს: საქართველოს უნივერსიტეტი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.   

დელოიტის თანამშრომლებმა სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია კომპანიის ზოგადი ღირებულებებისა და კომპანიაში სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. 

პრეზენტაციებმა წარმატებით ჩაიარა, რასაც სტუდენტების მხრიდან არსებული დიდი ინტერესი და შეხვედრების შემდგომ მიღებული რეზიუმეების რაოდენობა მოწმობს. 

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?