კორპორატიული კულტურა

თანამშრომლები        

გიორგი თავართქილაძე

დელოიტმა განსაზღვრა ჩემი პროფესიული თვისებები, მომცა უამრავი, ეკონომიკის სხვადასხვა დარგში მოღვაწე, საინტერესო ბიზნესმენების გაცნობის საშუალება. დელოიტში მუშაობისას მუდმივად არის კიდევ რაღაც რისი სწავლა და მიღწევაც მსურს.

გიორგი თავართქილაძე, დირექტორი, საგადასახადო და იურიდიული სამსახური

სრულიად ახალგაზრდა, როდესაც სახელმწიფო საგადასახადო სამსახურიდან სამუშაოდ დელოიტში გადმოვედი აღტაცებული გახლდით პროფესიონალური ღირსების აღიარებით,  დაფასებით და განვითარების შესაძლებლობით  რასაც დელოიტი თავის თანამშრომლებს სთავაზობდა.

შემდგომში, დელოიტმა განსაზღვრა ჩემი პროფესიული თვისებები, მომცა უამრავი, ეკონომიკის სხვადასხვა დარგში მოღვაწე, საინტერესო ბიზნესმენების გაცნობის საშუალება. დელოიტში მუშაობისას მუდმივად არის კიდევ რაღაც რისი სწავლა და მიღწევაც მსურს. 

მქონდა პატივი თვალი მედევნებინდა და გავძღოლოდი საქართველოში დელოიტის საგადასახადო და იურიდიული პრაქტიკის ზრდას და განვითარებას: ორკაციანი ოფისიდან ძლიერ საგადასახადო და იურიდიულ სამსახურამდე, რომელთა საქმიანობას აღიარებენ და პატივს სცემენ როგორც ჩვენი სერვისის მომხმარებლები, ასევე მაკონტროლებელი და საგადასახადო სამსახურები.   

2005 წლიდან დელოიტის საგადასახადო პრაქტიკა ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში. ამისთვის, დიდ პატივისცემას გამოვხატავ ჩვენი ელიტარული, მკაცრად შერჩეული იურისტების, ბუღალტრების და საგადასახადო სფეროს სპეციალისტების გუნდის მიმართ, რომელთა შემდგომ განვითარებასა და კარიერულ მომავალზე მუდმივად ვიზრუნებ.  

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?

დაკავშირებული თემები