კორპორატიული კულტურა

თანამშრომლები

ილია ღუდუშაური

მე ვარ ამაყი, რომ ვარ დელოიტის გლობალური ქსელის წევრი, სადაც უამრავი ნიჭიერი ხალხია.

ილია ღუდუშაური, უფროსი აუდიტორი

მე დავამთავრე საქართველოს ერთ ერთი მოწინავე უნივერსიტეტი, საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტი 2010 წელს. რადგან ვარ ადამიანი, რომელიც ცდილობს ცხოვრებისაგან საუკეთესო მიიღოს, გადავწყვიტე ჩემი პროფესიული კარიერა დამეწყო აქ, დელოიტში, დღეს ოთხი წლის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, რომ მაშინ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. 

დელოიტმა  მომცა განვითარების შესაძლებლობა როგორც კარიერაში ასევე პირად ცხოვრებაში. აქ ყველას აქვს სურვილი და შესაძლებლობები რომ მეტი ისწავლონ და გაიზარდონ პროფესიონალურად, რადგან გამოცდილებას გვიზიარებენ  მაღალი დონის პროფესიონალები, ასევე გვაქვს შეუზღუდავი წვდომა მრავალი სახის სასწავლო მასალებთან, რომლებიც ნებისმიერ დროს თავისუფლად ხელმისაწვდომია. 

დელოიტი გვაძლევს შესაძლებლობებს,  შევიძინოთ ცხოვრებაში აუცილებელი კავშირები როგორც კოლეგებთან ასევე კლიენტებთან.  ყოველდღიური ურთიერთობა პროფესიონალებთან, რომლებიც გულწრფელად ზრუნავენ ჩემზე და ჩემს მომავალზე, მმატებს თავდაჯერებულობასა და სტიმულს ვიყო მოტივირებული.

მე ვარ ამაყი, რომ ვარ დელოიტის გლობალური ქსელის წევრი, სადაც უამრავი ნიჭიერი ხალხია.

 

 

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?