კორპორატიული კულტურა

თანამშრომლები

მარიამ მაჩხანელი

ჩემი აზრით ნებისმიერი პროფესიონალის სამსახურეობრივი კმაყოფილებისთვის უმნიშვნელოვანესია მომავალი პროგრესისა და განვითარების მუდმივი შესაძლებლობა, რისი საშუალებაც დელოიტში ყოველთვის არის.

მარიამ მაჩხანელი, აუდიტორი

საქართველოს დელოიტის გუნდს 2010 წლის ივლისში შევუერთდი როგორც ბუღალტერის ასისტენტი. ბუღალტერიის დეპარტამენტში სამსახურის დაწყებამ საგრძნობლად გააღრმავა ჩემი ფინანსური უნარ-ჩვევები და უფრო მეტად განავითარა ჩემი აკადემიური განათლება. ვფლობ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომს ბიზნეს მენეჯმენტის, კერძოდ ფინანსებისა და ბანკების განხრით. პროფესიონალთა გუნდი, რომელთან ერთადაც მიწევს მუშაობა მუდმივად მეხმარება მომავალ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაში, რამაც მეტწილად   განაპირობა ბუღალტერიის დეპარტამენტში ორწლიანი მუშაობის შემდეგ ჩემი აუდიტორულ დეპარტამენტში გადასვლა. დელოიტში მოსვლისთანავე დავიწყე ACCA-ის გამოცდების

ჩაბარება და 2014 წლის ზაფხულში, მაშინ როდესაც A2-ის პოზიცია მეკავა აუდიტის დეპარტამენტში წარმატებით დავასრულე ყველა ეტაპი, რის შედეგადაც გავხდი ACCA-ის სრულუფლებიანი წევრი.

2014 წლის სექტემბრიდან დავწინაურდი, რაც ჩემთვის ახალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებთან არის დაკავშირებული. ჩემი აზრით ნებისმიერი პროფესიონალის სამსახურეობრივი კმაყოფილებისთვის უმნიშვნელოვანესია მომავალი პროგრესისა და განვითარების მუდმივი შესაძლებლობა, რისი საშუალებაც დელოიტში ყოველთვის არის.

ყოველი  პროექტის დასრულების შემდეგ ჩემი ნაცნობების რიცხვი იზრდება, ამასთან მივითარდება ანალიტიკური უნარ-ჩვევები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მუდმივად სწავლის პროცესში ვარ.

ვფიქრობ, ჩემს ასაკში სამსახური რომელიც ზემოხსენებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს მომავალი კარიერული წინსვლის უპირობო საწინდარია.

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?