Students walking along corridor with Universum logo

სიახლეები

ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელი მსოფლიოში

2015 წლის რეიტინგი

დელოიტი დასახელდა ერთ-ერთ საუკეთესო დამსაქმებლად მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტების მიერ. იგი მე-6 ადგილზეა ბიზნეს კატეგორიაში და შედის საინჟინრო კატეგორიის საუკეთესო 50 კომპანიის რიცხვში.

იხილეთ სრულად

კომპანია Universum-ის გამოკითხვაში მონაწილეობდა 240-ზე მეტი რესპონდენტი, რომლებმაც შეადგინეს ყველაზე სასურველი დამსაქმებლების რეიტინგი. მსოფლიოს 12 უდიდესი ქვეყნის წარმომადგენელმა  სტუდენტებმა, რომლებიც სწავლობდნენ ბიზნესის და საინჟინრო საქმესთან დაკავშირებულ სპეციალობებზე, შეაფასეს პოტენციური დამსაქმებლები 40 მნიშვნელოვანი მახასიათებლის მიხედვით.

„2015 წლის საუკეთესო დამსაქმებლების რეიტინგი ცხადყოფს, რომ „ათასწლეულის“ თაობის წარმომადგენლები  იმუშავებენ იმ კომპანიებში, რომლებიც ღიად საუბრობენ საკუთარ თავზე, გააჩნიათ ღირებულებები, რომლებსაც ახალგაზრდები იზიარებენ და ახორციელებენ საქმიანობას, რომლის დაუფლებაც მათ ძალუძთ, - ამბობს პეტერ ნილანდერი, კომპანია Universum-ის გენერალური დირექტორი. - გამოკითხული სტუდენტები თავის მხრივ აღნიშნავენ, რომ სამუშაოს ძიების დროს ისინი ეძებენ ადგილს, სადაც შეძლებენ გარკვეული შედეგების მიღწევას და პროფესიულ ზრდას. მათ ასევე აღნიშნეს თუ რომელ კომპანიებშია ეს შესაძლებელი.“

 

 

Universum Ranking 2015 logo

ყველაზე სასურველი დამსაქმებლების რეიტინგის შესახებ (WMAE)

მსოფლიოს ყველაზე სასურველი დამსაქმებლების რეიტინგი დგება კვლევითი კომპანია Universum-ის მიერ განხორციელებული გამოკითხვის საფუძველზე ავსტრალიაში, ბრაზილიაში, კანადაში, ჩინეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ინდოეთში, იტალიაში, იაპონიაში, რუსეთში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში. აღნიშნულ ბაზრებზე მსოფლიო ეკონომიკის 69% მოდის. მოცემული კვლევის შედეგები მოიცავს 2014 წლის სექტებერი-2015 წლის აპრილის პერიოდს.

 

კომპანია Universum-ის შესახებ

კომპანია Universum არის საერთაშორისო კვლევითი-საკონსულტაციო ორგანიზაცია, რომელიც სპეციალიზდება დამსაქმებლების ბრენდინგზე. Universum-ის მისიას წარმოადგენს დამსაქმებლების დახმარება მიაღწიონ მაღალ შედეგებს სპეციალისტების მოზიდვისა და შენარჩუნების კუთხით მათი ბრენდის პოპულარობისა და ცნობადობის გაზრდის ხარჯზე. კომპანია Universum გვთავაზობს მომსახურების სრულ სპექტრს კვლევების, სტრატეგიული კონსალტინგისა და საკომუნიკაციო გადაწყვეტილებების სფეროში, რაც საშუალებას აძლევს დამსაქმებლებს უკეთ შეისწავლონ, მოიზიდონ და შეინარჩუნონ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. Universum წარმოადგენს ორგანიზაცია-პარტნიორს, რომელსაც ენდობა 1700 კლიენტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, Fortune 500 სიის წარმომადგენლების ჩათვლით. იგი თანამშრომლობს ორი ათას უნივერსიტეტთან მსოფლიოს მასშტაბით კვლევების განხორციელების დროს განსაკუთრებით ნიჭიერ სტუდენტებს შორის კარიერული წინსვლისა და  დამსაქმებლების უპირატესობების განსაზღვრის საკითხებზე. 

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?