კორპორატიული კულტურა

რისი გვჯერა

შეტყობინება ჩვენი გლობალური აღმასრულებელი დირექტორისგან

იხილეთ სრულად

დელოიტი აღიარებულია პროფესიული მომსახურების გამორჩეულ ქსელად მსოფლიოში. ჩვენ ეს განსხვავება დავიმსახურეთ არა მარტო მსოფლიო კლასის პროფესიული მომსახურების უზრუნველყოფით კლიენტებისთვის, არამედ ნიჭიერი თანამშრომლების მოზიდვის, განვითარებისა და შენარჩუნების ძალისხმევისთვის.

184.000 წევრი ფირმის თითოეული პროფესიონალის უნიკალური ცოდნა და გამოცდილება არის ის, რაც ასაზრდოვებს ჩვენს საქმეს. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი ხალხი არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი, ამიტომ ჩვენ დროის და რესურსების აქტიურ ინვესტირებას ვაკეთებთ მათი უწყვეტი პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის. ეს მოიცავს ორმხრივ დისკუსიებს კლიენტების მომსახურებასთან, გლობალურ ცვლილებებთან, სწავლასა და განვითარებასთან, სამუშაოსა და ცხოვრების ბალანსთან, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩვენ ჩართულობასთან დაკავშირებით.

ჩვენი წევრი ფირმების პროფესიონალები ემსახურებიან პრემიერ კლასის კლიენტებს და აქვთ წვდომა ინოვაციური რესურსების მსოფლიო ქსელთან, რაც საშუალებას აძლევთ მათ შესთავაზონ გადაწყვეტილებები ყველაზე რთულ ბიზნეს-პრობლემებთან დაკავშირებითაც კი. 

როგორც ორგანიზაცია დელოიტი ყალიბდება უსაზღვრო ქსელად და ჩვენ მოხარული ვიქნებით ვუზრუნველყოთ  კიდევ უფრო დინამიური, დაკავშირებული და მრავალფეროვანი გამოცდილება ჩვენი სპეციალისტებისათვის.

მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბება ჩვენს  თანამშრომლებს შორის ისევე მნიშვნელოვანია ჩვენი ბიზნესის წარმატებისთვის, როგორც მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბება კლიენტებთან.

ჩვენ გვჯერა, რომ მუდმივი ძალისხმევით - განვავითაროთ ნიჭიერი, მიზანდასახული და დაინტერესებული მუშახელი, გაგრძელდება დელოიტის როგორც საუკეთესო სტანდარტის კომპანიის უპირატესობა მთელ მსოფლიოში.  

ბარრი ზალცბერგ
აღმასრულებელი დირექტორი, Deloitte Touche Tohmatsu Limited

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?