კარიერა

კარიერა იურიდიულ დეპარტამენტში

იურიდიული სფეროს ცვლილებებმა შექმნა უპრეცედენტო შესაძლებლობები დელოიტის იურიდიული დეპარტამენტისა და ნიჭიერი და გამოცდილი იურისტებისთვის, რომლებიც გეგმავენ შემოუერთდნენ უნიკალურ და უდიდეს საერთაშორისო იურიდიულ პრაქტიკას.

გლობალიზაცია და მარეგულირებელი, საპროცესო და ტექნოლოგიური ცვლილებები დიდი გამოწვევების წინაშე გვაყენებს. დელოიტის წევრი ფირმების კლიენტებს ესაჭიროებათ იურიდიული კონსულტანტები გლობალური ხედვითა და ღრმა ინდუსტრული ცოდნით. დელოიტს ყავს იურიდიული ექსპერტები 50 ქვეყნის მასშტაბით და მზადაა გაიზარდოს მზარდი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. თქვენ გლობალური პროფესიონალური მომსახურების ქსელის ნაწილი გახდებით. კოლეგებთან ერთად სხვადასხვა ბიზნეს სექტორში მუშაობის გზით, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ შესთავაზოთ მაღალი ხარისხის იურიდიული მომსახურება სახელმწიფო და კერძო სექტორის ორგანიზაციებს მსოფლიო მასშტაბით.

გაქვთ გამოცდილება კომერციულ ან კორპორატიულ სამართალში, შერწყმა-შესყიდვის, დასაქმებისა და პენსიის, მარეგულირებელი ინდუსტრიის და საგადასახადო დაპირისპირების სფეროში? იღწვით ინოვაციებისა და კლიენტების მომსახურების სრულყოფისთვის? თუ კი, მაშინ დროა შეიტყოთ თუ რა სიახლეები შეგიძლიათ შეიტანოთ დელოიტის იურიდიულ დეპარტამენტში და რა გავლენა შეგიძლიათ იქონიოთ მსოფლიო ბაზარზე.

დაკავშირებული თემები