სტატია

2014 წლის განვითარების ტენდენციები

სამთო მრეწველობის სექტორის 10 ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მომავალი წლისთვის

დელოიტი წარმოგიდგენთ რიგით მეექვსე ყოველწლიურ კვლევას სამთო მოპოვების დარგში.

ბაზრის არასტაბილურობა ბიძგს აძლევს სამთო მრეწველობის დარგის კომპანიებს შეცვალონ არსებული ბიზნეს სტრატეგიები, თუ მათ სურთ წარმატებით იფუნქციონირონ არსებულ გარემოში.

სამთო მომპოვებელი კომპანიები გააგრძელებენ საქმიანობას რთულ საბაზრო პირობებში, რომლისთვისაც დამახასიათებელია ხარჯების ზრდა, ნედლეულის ფასის შემცირება, დისბალანსი მოთხოვნასა და მიწოდებას შორის და პროდუქტიულობის ვარდნა.  მიუხედავად ამისა, მოცემული ანგარიშის თანახმად, კომპანიები, რომლებიც ნერგავენ ინოვაციებს, შესძლებენ ჩაუყარონ საფუძველი გრძელვადიან ზრდას და შექმნან პირობები წარმატებული მომავლისთვის.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ბაზრის არასტაბილურობით გამოწვეული რისკების შესამცირებლად კომპანიებმა უნდა მიმართონ ფინანსური პროგრამებისა და პერსონალის მართვისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამების რეალიზაციის ინოვაციურ სტრატეგიებს. ინოვაციები უნდა მოიცავდეს ასევე ურთიერთობას დაინტერესებულ მხარეებთან, განსაკუთრებით კი საზოგადოებასთან, სამთავრობო ორგანოებთან, აქციონერებთან და მარეგულირებელ ორგანოებთან.

კვლევის მიმდინარეობისას გამოვლენილი ძირითადი დასკვნები:

  • უახლოესი 10 წლის განმავლობაში სამთო მოპოვების დარგის მუშახელის რაოდენობა 1/3-ით შემცირდება პენსიაზე გასვლის შედეგად;
  • 75 მილიარდი აშშ დოლარის აქტივების გაუფასურების რეკორდული მაჩვენებლები ეჭვქვეშ აყენებს კაპიტალის გამოყენების არსებულ მეთოდებს და მივყავართ კაპიტალის პროექტების შემცირებამდე უკანასკნელი 2 წლის მანძილზე;
  • 1993 - 2011 წლებში ტრავმების რიცხვი ფატალური შედეგის გარეშე შემცირდა 51%-ით, ხოლო ფატალური შემთხვევების რაოდენობა კი მხოლოდ 24 %-ით.
2014 წლის განვითარების ტენდენციები

ფარული შესაძლებლობები: არსებული გადაწყვეტილებები

2014 წლის ტენდენციების ანგარიში არ არის არსებული პრობლემების უბრალო ჩამონათვალი. გაიგეთ თუ როგორ შეიძლება დარგის მიმდინარე პრობლემების გადაწყვეტა დეტალური ანალიზის განხორციელების გზით, რომელიც ხელს უწყობს საოპერაციო საქმიანობის ოპტიმიზაციას და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, რასაც საბოლოო ჯამში მივყავართ გამარჯვებამდე ფინანსურ ომში გადარჩენისთვის.

ანგარიშში - „2014 წლის განვითარების ტენდენციები“ - თქვენ იხილავთ:

  • დარგის საუკეთესო პრაქტიკული გადაწყვეტილებების დეტალური განხილვა
  • არასტაბილურობის ტენდენციების განხილვა სამთო მოპოვების დარგში
  • მომავალი ზრდისთვის საფუძვლის მომზადების სახელმძღვანელო
იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?