Efficiency improvement and cost reduction. Approaches and methodology.

სტატია

ეფექტურობის ზრდა და ხარჯების შემცირება.

მიდგომები და მეთოდოლოგია.

ირინა დემიჩევას პრეზენტაცია სამთო-მომპოვებელი მრეწველობის ფორუმზე - MINEX რუსეთი 2015.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეფექტურობის ზრდის სტრატეგია თითოეული კომპანიისთვის ინდივიდუალურად უნდა შემუშავდეს. სწორი სტრატეგია კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს შეინარჩუნონ აუცილებელი ბალანსი გრძელვადიან ინიციატივებსა და სწრაფ შედეგებს შორის.

პრაქტიკულ სამუშაოს ჩვენ ვიწყებთ სტანდარტული სცენარების განხილვით და ვასრულებთ კონკრეტული, სპეციფიკური ზომების შემუშავებით ეფექტურობის გაზრდის მიზნით, რომლებიც საპროექტო გადაწყვეტილებების დანერგვის ინტეგრირებული გეგმის ნაწილს წარმოადგენენ.

ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავდა ირინა დემიჩევას (დელოიტის სტრატეგიებისა და ეფექტურობის ზრდის დეპარტამენტის უფროსი მენეჯერი) პრეზენტაცია სესიაზე „ეფექტურობის ზრდა და ხარჯების შემცირება სამთო-მომპოვებელი დარგის კომპანიებში“.

ირინა ყურადღებას ამახვილებს, ასევე, ეფექტურობის ზრდის საკითხზე მსხვილი კაპიტალური პროექტების ფარგლებში, რადგან ამ შემთხვევაში აუცილებელია მრავალი განსხვავებული ფაქტორის გათვალისწინება, რაც ამ პროექტების წარმატებას განაპირობებს.

საერთო ჯამში, ჩვენი რეკომენდაციები ეფექტურობის გაზრდის კუთხით მნიშვნელოვნად დამოკიდებულია პროექტის მიმდინარეობის ეტაპზე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მოსამზადებელ პერიოდს. პრეზენტაციაში განხილულია პროექტის მიზნების დასახვის მნიშვნელობა და მათი კორექტირების შესაძლებლობა გარემოებების ცვლილების ფონზე; ასევე, ილუსტრირებულია ფაქტორები, რომლებიც კომპანიის საქმიანობის ეფექტურობას ამცირებს.
  

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?