სტატია

დელოიტის კონკურსი სტუდენტებისთვის

27 აპრილს დელოიტის საქართველოს ოფისმა კავკასიის უნივერსიტეტში ჩაატარა ბიზნეს კონკურსი სტუდენტებისთვის. ღონისძიება მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის საკონსულტაციო მომსახურების ანალიტიკის სპეციფიკის გაცნობასა და საქართველოს მრეწველობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

ღონისძიებაში საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.

სტუდენტები დელოიტის მიერ განაწილდნენ ჯგუფებში და მიეცათ ბიზნეს დავალება.

გამარჯვებული გუნდის სტუდენტები:

  • გიორგი პასიკაშვილი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
  • სალომე ლეგაშვილი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
  • კახი კახიანი - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გამარჯვებულები დელოიტში გაივლიან გასაუბრებას ტესტირების ეტაპის გავლის გარეშე.

ვულოცავთ გამარჯვებულებს და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალ საქმიანობაში.

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?