პროგნოზები

2014 წლის ალტერნატიული ინვესტიციების სფეროს მიმოხილვა

სწორი გადაწყვეტილებები

გაიგეთ, თუ როგორ მოქმედებენ ალტერნატიული ინვესტიციების დარგის ექსპერტები ინვესტორების მხრიდან მზარდი მოთხოვნების და მუდმივად ცვალებადი კანონმდებლობის პირობებში.

საერთო საინვესტიციო ფონდების პრიორიტეტულ მიზნებს წარმოადგენს:

  • ახალი აქტივების მოზიდვა მასშტაბური და მრავალფეროვანი სტრატეგიების დანერგვის გზით;
  • კონკურენტული უპირატესობის მოპოვება მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების გზით;
  • გარე კავშირებისა და რეპუტაციასთან დაკავშირებული რისკების მართვა.

პროგნოზირებული ტენდენციების შესახებ წინასწარი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით გრაფიკულ გამოსახულებას.

ალტერნატიული ინვესტიციების ექსპერტების ერთ-ერთი უმთავრესი თვისება, რაც იზიდავდა ინვესტორებს ბოლო წლების განმავლობაში, არის გადაწყვეტილებების მიღების ოპერატიულობა. სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ აღნიშნული დარგის ხელმძღვანელ პირებს ევალებათ მიიღონ გადაწყვეტილებები რაც შეიძლება სწრაფად და ეკონომიკური გარემოს არასტაბილურობის ფაქტორის გათვალისწინებით. ამასთანავე, უკანასკნელი წლების განმავლობაში გარემოებები შეიცვალა, რადგან აქციების ბაზრის სწრაფმა ზრდამ განაპირობა ალტერნატიული ინვესტიციების ფონდების ისტორიულად არსებული კონკურენტული უპირატესობის გაქრობა.  

2014 წელი გარდატეხის წელია. ინვესტორები - ფინანსური დაწესებულებები - უკვე ახორციელებენ ალტერნატიულ ინვესტიციებს არსებული  არასტაბილური გარემოს მიუხედავად. მათ იზიდავთ დარგის შემოსავლიანობის გრძელვადიანი მაჩვენებლები რისკის ფაქტორის გათვალისწინებით. ამასთანავე, ისინი განიხილავენ ალტერნატიულ ინვესტიციებს ახალი ხედვით. კორპორატიული ინვესტორები განიხილავენ მათ არა როგორც აქტივების ცალკეულ კლასს, არამედ ყოფენ ალტერნატიულ ინვესტიციებს არასარისკო და რისკების მატარებლად.

ყურადღება გამახვილებული იქნება იმაზე, თუ ალტერნატიულ ინვესტიციებზე პასუხისმგებელი ხელმძღვანელი პირები როგორ გადაწყვეტენ აღნიშნულ საკითხებს  და ასევე, მუდმივად ცვალებად კანონმდებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, მაშინ როდესაც ფონდები ცდილობენ დინამიკის შენარჩუნებასა და უფრო მეტი აქტივების მოზიდვას. აღნიშნულ სექტორში რეპუტაციის მნიშვნელობის გათვალისწინებით მათი რისკების მართვის მიდგომები უნდა განვითარდეს იმგვარად, რომ ადეკვატურად მოხდეს არსებული სირთულეების ასახვა.

ჩამოტვირთეთ 2014 წლის ალტერნატიული ინვესტიციების სფეროს მიმოხილვა ან გაეცანით თანმხლებ დოკუმენტაციას საერთო ფონდებისა და კერძო კაპიტალის საკითხებზე.

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?