პროგნოზები

2014 წლის საერთო საინვესტიციო ფონდების მიმოხილვა

ინოვაციების გავრცელება

გაიგეთ, თუ როგორ განაგრძობენ საერთო საინვესტიციო ფონდები აქტივების ზრდას და ახალი პროდუქტების შემუშავებას კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად.

საერთო საინვესტიციო ფონდების პრიორიტეტულ მიზნებს წარმოადგენს:

  • ახალი პროდუქტების შემუშავება ინვესტორების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად
  • ბალანსის შენარჩუნება რისკებსა და ზრდას შორის
  • ახალ მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა

პროგნოზირებული ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გაეცანით გრაფიკულ გამოსახულებას.

კვლევის თანახმად 2014 წელს საერთო საინვესტიციო ფონდების სექტორი სასურველ პოზიციას დაიკავებს. საერთო საინვესტიციო ფონდები მუდმივად იძენენ ახალ აქტივებს ახორციელებენ რა საქმიანობას ცვალებადი კანონმდებლობის პირობებში. აუცილებელი ბალანსის მიღწევის შემდეგ საერთო საინვესტიციო ფონდები ცდილობენ ახალ საფეხურზე გადასვლას. ცდილობენ რა კონკურენტების დაძლევას, ახალი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელები გეგმავენ და ახორციელებენ ახალი პროდუქტების შემუშავებას კონკურენტული უპირატესობის მოპოვების მიზნით.

სიახლეები კი გაძლიერეულ კონტროლსა და მოთხოვნების მკაცრ დაცვას მოითხოვს, რადგან შეცდომები შეიძლება კომპანიას ძვირად დაუჯდეს. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ საინვესტიციო ფონდების ახალი ტალღის გამოჩენას, რომლებიც ქმნიან რისკებზე დაფუძნებული რესურსების მართვის მოდელს, რისკების სრულფასოვანი ხედვისა და მათი გათვალისწინების მიზნით რესურსების გამოყენების დროს. ამასთანავე ხელძღვანელი პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რისკების მართვასა და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, სულ უფრო აქტიურ მონაწილეობას იღებენ ბიზნესის განვითარებასა და დაგეგმვის სხვა საკითხებში და შეაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

რა თქმა უნდა, საერთო საინვესტიციო ფონდებს მოუწევთ განვითარებასთან დაკავშირებული რისკების მართვის განხორციელება და ამასთანავე ანგარიშვალდებულების შესრულება მარეგულირებელი ორგანოების წინაშე, რომლებიც აძლიერებენ თავის კონტროლს და შემოაქვთ ახალი მოთხოვნები. არასწორი ნაბიჯები უნდა გამოირიცხოს და საერთო საინვესტიციო ფონდებმა თვალყური უნდა ადევნონ კანონმდებლობის ცვლილებებს, რადგან რიგი მნიშვნელოვანი საკითხებისა კვლავაც ღიად რჩება.

ჩამოტვირთეთ საერთო საინვესტიციო ფონდების 2014 წლის მიმოხილვა ან გაეცანით ანგარიშის თანმხლებ დოკუმენტაციას ალტერნატიული ინვესტიციებისა და კერძო კაპიტალის დარგში.

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?