პროგნოზები

კერძო კაპიტალის სფეროს მიმოხილვა 2014 წლისთვის

საოჯახო კაპიტალთან მიმართებაში კომპანიების ფუნქციების და ვალდებულებების გადახედვა

გაიგეთ თუ როგორ აიძულებენ ახალი სირთულეები კერძო კაპიტალის მენეჯერებს შექმნან ორგანიზაციული სტრუქტურები, სადაც ძირითადი ყურადღება ეთმობა პროცედურებსა და კონტროლს.

2014 წელს კერძო კაპიტალის დარგი განსაკუთრებით კონკურენტუნარიანი გახდება. მსოფლიოში კეთილდღეობის დონის ზრდასთან ერთად სულ უფრო მეტი ორგანიზაციები იბრძვიან შეძლებული ოჯახების აქტივებისთვის. ბევრი ოჯახი, რომელიც ფლობს მსხვილ კაპიტალს, აფართოებს თავის საინვესტიციო პორტფელს, რისკისა და უკუგების სწორი განაწილების მიზნით. ისინი ითვისებენ ახალ რეგიონებს და მონაწილეობას იღებენ პირდაპირ ინვესტირებაში. ასეთი ინვესტიციები, დამატებით გადასახადებთან და კლიენტის ანგარიშგების მოთხოვნებთან ერთად, აიძულებენ კერძო კაპიტალის მენეჯერებს უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ კომპლექსურ შემოწმებებს და ზრდიან მათ საოპერაციო ხარჯებს.

ახალი პრობლემები აიძულებენ კერძო კაპიტალის მენეჯერებს შექმნან ორგანიზაციული სტრუქტურები, სადაც ძირითადი ყურადღება ეთმობა პროცედურებსა და კონტროლს. ამ მიზნით ბევრი კერძო კაპიტალის ხელმძღვანელი ეძებს თანამშრომლებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება კაპიტალის მართვის კუთხით და განაგრძობს ინვესტირებას ტექნოლოგიებში.  ტექნოლოგიების გამოყენების ზრდა კი მოითხოვს უწყვეტი საქმიანობისა და კიბერ-თავდასხმებისთვის მზაობის  მკაფიო დაგეგმვას.

კონკურენციისა და ხარჯების ზრდის მიუხედავად, კერძო კაპიტალის მენეჯერების მომსახურება მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვების საშუალებას გვაძლევს და აღნიშნული მომსახურება უახლოეს მომავალში სულ უფრო მეტად მოთხოვნადი იქნება შეძლებულ ოჯახებს შორის.

გადმოტვირთეთ „კერძო კაპიტალის სფეროს მიმოხილვა 2014 წლისთვის“ ან გაეცანით დოკუმენტაციას საერთო ფონდებისა  და ალტერნატიული ინვესტიციების შესახებ.

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?