Exploring Strategic Risk

სტატია

სტრატეგიული რისკების კვლევა

სტრატეგიული რისკები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ან აღმოცენდებიან სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების შედეგად უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ თქვენი საქმიანობის განვითარებისა და ფინანსური შედეგების მიღწევის კუთხით. დელოიტის დაკვეთით ანალიტიკური კომპანია Forbes მიერ განხორციელებული კვლევის შედეგების თანახმად, რესპოდენტების 81%-მა განაცხადა, რომ მიზანმიმართულად დაკავებული არიან სტრატეგიული რისკების მართვით. ამასთანავე, მნიშვნელობის მიხედვით, პირველ ადგილზე დასახელდა რეპუტაციის რისკი.

ამასთან, რესპოდენტების მხოლოს 13% მიუთითებს, რომ ორგანიზაციაში არსებული რისკების მართვის პროგრამები ეხმარება მათ ბიზნესის განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში. რას აკეთებენ წამყვანი კომპანიები სტრატეგიული რისკების მართვის მიზნით და როგორ ემზადებიან მომავლისთვის?

იხილეთ სრულად

„როდესაც ვიმუშავებთ სტრატეგიას, ჩვენ ვითვალისწინებთ არა მხოლოდ იმ რისკებს, რომლებიც მის რეალიზაციასთან არიან დაკავშირებულნი, არამედ იმ რისკებსაც, რომლებიც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ამ სტრატეგიის განხორციელების შედეგად“ - ამბობს რეტო ჯ. კოლერი, მმართველი დირექტორი, Barclays ბანკის სტრატეგიული, კორპორატიული და საინვესტიციო ბანკინგის მიმართულების ხელმძღვანელი.

თქვენ მიიღებთ პასუხებს ისეთ კითხვებზე, როგორიცაა:

  • რისკის რა მხარეები ახდენენ ზეგავლენას თქვენი კომპანიის ბიზნეს სტრატეგიაზე?
  • ვინ განსაზღვრავს თქვენს ორგანიზაციაში სტრატეგიული რისკების მართვის მიდგომას?
  • შეიცვალა თუ არა თქვენი კომპანიის მიდგომა სტრატეგიული რისკების მართვისადმი ბოლო სამი წლის განმავლობაში? როგორ?
  • რომელი მასტიმულირებელი ან დამანგრეველი ინოვაციების ბაზარი წარმოადგენს თქვენი აზრით პოტენციურ საფრთხეს თქვენი ბიზნეს მოდელისთვის?

დელოიტის ახალი კვლევის შედეგები გვაძლევს ნათელ წარმოდგენას იმაზე, თუ რა დამოკიდებულება აქვთ სხვადასხვა კომპანიებს სტრატეგიული რისკებისადმი, რომლებიც გავლენას ახდენენ მათ ბიზნეს სტრატეგიაზე და როგორ მართავენ ისინი ამ რისკებს.

ჩვენი სტრატეგიული რისკების კვლევა წარმოადგენს შედარებითი ანალიზის წარმოების ინსტრუმენტს, რომელიც მოიცავს 8 შეკითხვას, რომლებიც დაგეხმარებათ შეადაროთ თქვენი კომპანია სხვა კომპანიებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ჩვენს კვლევაში. კვლევა ტარდება ანონიმურად. ანკეტის შევსება 3 წუთს წაგართმევთ. მისი შევსება ან გადაგზავნა შესაძლებელია, ასევე, ნებისმიერი მობილური მოწყობილობით, მათ შორის: iPad და სხვა პლანშეტური კომპიუტერებით. შედეგების გაგება მაშინვეა შესაძლებელი. ისინი წარმოდგენილია ინფორმაციულ-გრაფიკული ფორმატით, რომელიც შედეგების გაფილტვრის საშუალებასაც კი იძლევა მისათვის, რომ შეადაროთ თქვენი პასუხები კონკრეტული დარგისა და რეგიონის სხვა კომპანიების პასუხებს.  

კვლევის შესახებ

აღნიშნული ანგარიში მომზადდა საერთაშორისო კვლევის შედეგების საფუძველზე, რომელიც ჩატარდა 2013 წლის გაზაფხულზე ანალიტიკური კომპანია Forbes მიერ დელოიტის დაკვეთით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 300 რესპოდენტზე მეტმა ჩრდილო და სამხრეთ ამერიკიდან (33%), ევროპიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან (33%) და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდან (34%). გამოკითხულთაგან ფაქტიურად ყველა უმაღლესი ხელმძღვანელობის წარმომადგენელია (263), დირექტორთა საბჭოს წევრები (22) ან რისკების საკითხზე სპეციალიზირებული ხელმძღვანელები (21). გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს 5 ძირითადი ეკონომიკური დარგის წარმომადგენელმა კომპანიებმა (სამრეწველო წარმოება/სამრეწველო პროდუქციის წარმოება; ბიოლოგიური მეცნიერებები და ჯანმრთელობის დაცვა; მაღალი ტექნოლოგიები, ტელეკომუნიკაცია და მედია; ენერგეტიკა და მომპოვებელი მრეწველობა და ფინანსური ინსტიტუტები) 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი წლიური შემოსავლით (ან მისი ექვივალენტი სხვა ვალუტაში).

სტრატეგიული რისკები კვლევა
იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?