სტატია

რისკების „გონიერი“ მართვა 

საწარმოო რისკების სწორი მართვა

საწარმოო რისკების მართვა აქტუალურ თემას წარმოადგენს როგორც დირექტორთა საბჭოსთვის, ასევე სტუდენტებისთვის და პრესის წარმომადგენლებისთვის. მაგრამ საკმაოდ იშვიათია, რომ კომპანიამ შეძლოს რისკების სრული სპექტრის სათანადოდ მართვა.

ორგანიზაციებს შორის, რომლებიც იყენებენ რისკების მართვის „გონიერ“ მიდგომას, გვხვდება სხვადასხვა სამრეწველო სექტორის განსხვავებული სიდიდის კომპანიები და თითოეული მათგანი რისკების მართვის მეთოდების ადაპტირებას ახდენს საკუთარ პირობებსა და საჭიროებებზე. თუმცა თითოეული მათგანი აცნობიერებს ერთ რეალობას: ორგანიზაციები, რომლებიც ახერხებენ მეტნაკლებად წარმატებით მართონ რისკები - როგორც არსებულ აქტივებთან, ასევე მომავალ ზრდასთან მიმართებაში - მომავალში უკან მოიტოვებენ იმ კომპანიებს, რომლებიც ნაკლებად წარმატებულნი არიან ამ კუთხით. მარტივად რომ ვთქვათ, კომპანიები რისკების საკუთარ თავზე აღებით იღებენ სარგებელს,  ხოლო მათი მართვის უუნარობის შემთხვევაში, კარგავენ ფულს. 

რისკების „გონიერი“ მართვა: საწარმოო რისკების სწორი მართვა
იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?