სტატია

რისკების ტრანსფორმაცია

რისკების მართვის და აქციების ღირებულების შენარჩუნების თანხვედრაში მოყვანა

იმის მიუხედავად, რომ მარეგულირებელი ნორმების უკანასკნელი ცვლილებები ძირითადად ფინანსურ ინსტიტუტებს დააწვა მხრებზე, პრაქტიკულად ყველა მსხვილი კომპანია განიცდის ამ ცვლილებების ზეგავლენას განსხვავებული ხარისხით. ასეთ პირობებში ხელმძღვანელობამ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება და განიხილოს რისკების მართვა არა როგორც კორპორატიული ფუნქცია, არამედ, როგორც დისციპლინა, რომელიც მოიცავს მთელ კომპანიას და განიხილება, როგორც სტრატეგიული აქტივი.

როგორ მივაღწიოთ ამას? მოცემულ პუბლიკაციაში განსაზღვრულია 4 ძირითადი კომპონენტი, რომელიც ქმნის რისკების მართვის მიდგომას, რომლის მიზანია რისკების მართვის პროცესის გარდაქმნა კომპანიის განუყოფელ საერთო კორპორატიულ დისციპლინად.

რისკების მართვის სისტემის ტრანსფორმაციის პროცესს უნდა მართავდეს მხოლოდ უმაღლესი ხელმძღვანელობა და დირექტორთა საბჭო. არსებული ვითარებისა და მომავლის პერსპექტივების გათვალისწინებით, ასეთი რეორგანიზაციის განხორციელება აუცილებელია.

რისკების ტრანსფორმაცია: რისკების მართვის და აქციების ღირებულების შენარჩუნების თანხვედრაში მოყვანა
იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?