Governance, Risk and Compliance services

მომსახურება

მართვის, რისკებისა და მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის მომსახურება

დელოიტის მართვის, რისკებისა და მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის მომსახურება ეხმარება კლიენტებს მოაგვარონ კორპორატიული მმართველობის, საწარმოო რისკების მართვის და მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის საკითხები, სთავაზობს რა მათ პროფესიულ დახმარებას ფინანსური ანგარიშგების, საგადასახადო, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ადამიანური რესურსების, თაღლითობის წინააღმდეგ მიმართული და დავების გადაწყვეტის კუთხით და ფინანსურ საკონსულტაციო მომსახურებას. ჩვენ შევიძლია დავეხმაროთ ორგანიზაციებს გამოავლინონ, დააკვირდნენ და მართონ საწარმოო რისკები, კოორდინაცია გაუწიონ ადამიანური რესურსების გამოყენებას, საწარმოო პროცესებსა და ტექნოლოგიებს მართვის, რისკებისა და მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის ეფექტურობისა და ხარჯების მართვის გაუმჯობესების მიზნით.

იხილეთ სრულად

ლიდერებმა უნდა განიხილონ რისკებისა და მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის ცნებების არსის გაცნობიერების აუცილებლობა ორგანიზაციაში. ადამიანური რესურსები, პროცესები და ტექნოლოგიები უნდა მუშაობდნენ ერთობლივად და შეთანხმებულად, რათა ორგანიზაციამ ეფექტურად განახორციელოს არსებული რისკების მართვა.

თუ თქვენ გჭირდებათ დახმარება ან რჩევასაწარმოო რისკებისა და მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის საკითხებზე, ჩვენს პროფესიონალებს გააჩნიათ დიდი გამოცდილება ყველა ძირითად ინდუსტრულ სფეროში. ჩვენ შეგვიძლია გაგიწიოთ თქვენს უნიკალურ ბიზნესზე მორგებული მომსახურება. ჩვენი მომსახურებები მოიცავს:   

მმართველობა და ზედამხედველობა

  • საბჭოს ეფექტურობის გაუმჯობესება
  • სათაბადო ტონის შერჩევა და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება
  • ეთიკის პროგრამების, ტრენინგების, ცვლილებების მართვის, თაღლითობის საწინააღმდეგო პროგრამების, მონიტორინგისა და ანგარიშგების შეფასება და განხორციელება  

საწარმოო რისკების მართვა

  • სტრატეგიული რისკების მართვა: სტრატეგიული რისკების ღირებულების შექმნა და დაცვა  
  • საერთო რისკის სტრუქტურის შემუშავებან განხორციელება და შენარჩუნება ადამიანური რესურსების, პროცესებისა და ტექნოლოგიების გარდაქმნის შესაძლებლობების გზით 
  • ორგანიზაციის მასშტაბით თანმიმდევრულობის უზრუნველყოფა, სხვადასხვა, უნიკალური ხასიათის საჭიროებების ერთობლივი მართვის პარალელურად 
  • რისკების იდენტიფიცირება, გაზომვა, მართვა, განხილვა და ანგარიშგება
  • სხვადასხვა საქმიანობების ინტეგრირება რისკებისა და მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის საქმიანობათა ეფექტური მართვისთვის

კორპორატიული შესაბამისობის და მარეულირებელი საკითხები

  • მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის პროგრამის შემუშავება და კონტროლის სისტემის შემოწმება
  • მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის მონიტორინგი, შეფასება და ეფექტურობა
  • კონსულტაცია მარეგულირებელ საკითხებზე
  • სპეციალიზირებული მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის მომსახურება:  FCPA, ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული, საკვებისა და სურსათის უვნებლობის, FDA შესაბამისობის, პირდაპირ და არაპირდაპირ საგადასახადო ნორმებთან შესაბამისობის მომსახურება და სხვა.

კონტაქტები

ჯონ რობინსონი

ჯონ რობინსონი

მმართველი პარტნიორი, საქართველო

ჯონი 2 წლის მანძილზე მოღვაწეობდა ნიგერიაში, თუმცა მისი პროფესიული გამოცდილება ძირითადად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას უკავშირდება. დელოტში მუშაობის დაწყებამდე იგი იყო გლობალური მარწმუნებელი და საკონ... მეტი