სტატია

ახალი ჰორიზონტები

ადამიანური რესურსების განვითარების ტენდენციები 2013 წელს

წარმოგიდგენთ ანგარიშს “ადამიანური რესურსების განვითარების ტენდენციები 2013 წელს: ახალი ჰორიზონტები“.

კლიენტებთან, ექსპერტებთან და დარგის სპეციალისტებთან ურთიერთობის, ასევე მთელ მსოფლიოში დელოიტის ადამიანური რესურსების უფროს პარტნიორებთან და სპეციალისტებთან აქტიური დისკუსიისა და ანალიზის მეშვეობით, ჩვენ შევძელით განგვესაზღვრა მიმდინარე საკვანძო და განვითარებადი ტენდენციები, რომლებიც უახლოესი რამოდენიმე წლის განმავლობაში გავლენას იქონიებენ ადამიანური რესურსების განვითარებასა და საკადრო სამსახურების საქმიანობაზე, ასევე საერთაშორისო ბიზნესზე. ჩვენმა ადამიანური რესურსების გლობალურმა ლიდერებმა განსაზღვრეს 13 ტენდენცია, რომლებიც მოიცავენ მთელ რიგ გამოწვევებს:

  • ახალი მიდგომების მოძიება (მომავალი თაობის ლიდერების სტრატეგიით დაწყებული, ადამიანური რესურსების გამჭვირვალე პოლიტიკით დასრულებული)
  • ადამიანური რესურსების ძირითადი საქმიანობის ოპტიმიზაციაზე ფოკუსირება (პერსონალის განვითარებით დაწყებული ანალიტიკური მონაცამების მომზადებით დასრულებული)

ამგვარად ანგარიში “ადამიანური რესურსების განვითარების ტენდენციები 2013 წელს“ წარმოგვიდგენს  ადამიანური რესურსებისა და საკადრო სამსახურების განვითარების მუდმივად ცვალებად გეგმას. 

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?