Organization Transformation & Talent

გადაწყვეტილება

ორგანიზაციის გარდაქმნა და ადამიანური რესურსები 

  

სტრატეგიული ცვლილებები

განვითარებადი ტექნოლოგიები და ბაზრები, მუშაობის სწრაფი სტილი, რეგულაციების ზრდა, შერწყმისა და შესყიდვის ოპერაციები - ეს სტრატეგიული ცვლილებების მამოძრავებელი მაჩვენებლების მხოლოდ ნაწილია.

დელოიტის სტრატეგიული ცვლილების პრაქტიკა მოიცავს ახალ და პრაქტიკულ ხედვას, რომელიც დაფუძნებულია ქცევის მეცნიერებასა და ინფორმაციისა და ანალიტიკური მეთოდების გამოყენებაზე, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ორგანიზაციულ და ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებულ ბიზნეს ტრანსფორმაციაზე. ტრანსფორმაციის ლაბორატორიების გამოყენებით, წამყვანი გუნდები ქმნიან საჭირო პირობებს, იღებენ ზუსტად მორგებულ გადაწყვეტილებებს და განახორციელებენ შესაბამის ქმედებებს სასურველი შედეგების მისაღწევად. თანამშრომლები პირდაპირ მიასადაგებენ ბიზნეს სტრატეგიას თავიანთ პიროვნულ მიზნებს და ცვლიან ქმედებებს საჭირო ტრანსფორმაციისთვის. ამ გზით, ჩვენ ასევე ვავითარებთ ორგანიზაციის უნარს წარმატებით განახორციელოს მართვის ფუნქციები მომავალში.  

კულტურა

ორგანიზაციული კულტურა რთული და ღირებული აქტივია, რომელიც კორპორატიულ სტრატეგიასთან გაერთიანებული კომპანიის კონკურენტულ უპირატესობას განაპირობებს. კულტურა ჩვენი საქმიანობის სტილია, რომელიც გამოვლენას ჰპოვებს ადამიანების მიერ გაკეთებულ არჩევანში, მათ ურთიერთობებსა და დასახული მიზნების მიღწევაში. 

კულტურა შეიძლება გარდაიქმნას არსებული და სასურველი მომავალი მდგომარეობის გაცნობიერებით და ორგანიზაციული ბერკეტების გააქტიურების გზით, როგორიცაა: ცვლილებები მართვის პროცესებში, სწავლება, კადრების აყვანა, ხელმძღვანელობის ქცევა, რათა კულტურა სასურველი მიმართულებით გარდაიქმნას. ორი განზომილების: ძირითადი და დიფერენცირებულის განხილვისას, დელოიტის კულტურის დიაგნოსტიკური ინსტრუმენტი უზრუნველყოფს ობიექტურ ხედვას, რომელიც საჭიროა კულტურის ძლიერი მხარეების და ხარვეზების განსაზღვრისათვის, ბიზნეს სტრატეგიის მხარდაჭერისა და დიფერენცირებული ბიზნეს შედეგების მისაღწერად. მნიშვნელოვან საკითხებზე ფოკუსირება უზრუნველყოფს ძირითადი ქცევების გაძლიერებასა და ორგანიზაციის კულტურული ამბიციების მიღწევას.  

ხელმძღვანელობის უნარების განვითარება

ორგანიზაციის ეფექტურობას და სტრატეგიის განხორციელების უნარს მისი ხელმძღვანელობა განაპირობებს.  ნებისმიერ დონეზე ხელმძღვანელობა არის ის კრიტიკული ბერკეტი, რომელიც ხელს უწყობს ან აფერხებს ორგანიზაციის განვითარებას.

დელოიტი ეხმარება ორგანიზაციებს მკაფიო ლიდერობის სტრატეგიების შემუშავების, ხელმძღვანელობის შესაძლებლობების და ძლიერი მხარეების შეფასების და განვითარების პროგრამების დაჩქარების კუთხით, ფოკუსირებას ახდებს რა პრაგმატული სტრატეგიების განხორციელებაზე. ჩვენ ვმუშაობთ თქვენთან ერთად, რათა ვუპასუხოთ მუდმივად მზარდ ბიზნეს გამოწვევებს და თანამშრომელთა განსხვავებულ მოლოდინებს და შევიმუშაოთ ლიდერობის პროგრამები მომავალი თაობებისა და მოწინავე ლიდერებისთვის. 

ორგანიზაციის სტრუქტურა

ორგანიზაციის გარდაქმნის ინიციატივები მხოლოდ საუკეთესო შედეგებს ისახავს მიზნად, თუმცა მათგან რამდენიმე თუ ამართლებს მოლოდინს. სინამდვილეში ხშირად გარდაქმნას მოყვება რღვევა, რადგან ადამიანები და პოზიციები განიცდიან ცვლილებებს ძალიან მცირე სარგებლის გამო. ამ სახის გარდაქმნამ შესაძლოა გამოიწვიოს რწმენის გაქრობა ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მიმართ, რაც ამცირებს ღირებულებას და თანამშრომელთა ერთსულოვნებას. 

სწორად შემუშავებისა და განხორციელების შემთხვევაში, ორგანიზაციის გარდაქმნამ შესაძლოა მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ორგანიზაციის ეფექტურობა რთული ბიზნეს გარემოს პირობებში. ორგანიზაციის თანხვედრა მის სტრატეგიასა და ბიზნეს მოდელთან ზრდის როგორც ადამიანური რესურსების ეფექტურობას, ასევე ბიზნეს შედეგებს. დელოიტმა შეიმუშავა ორგანიზაციის გარდაქმნის ახალი მიდგომა ღირებული შედეგების მიღწევის მიზნით. ახალი მეთოდოლოგიის ფარგლებში გარდაქმნის პროცესის ზედამხედველობა ხორციელდება გადაწყვეტილების მიღების ეტაპიდან დიზაინის შემუშავება-განხორციელებამდე და ფოკუსირებულია ორგანიზაციის მირ დასახული მიზნების მიღწევაზე.

 

ტექნოლოგიების დანერგვა

ორგანიზაციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით განაგრძობენ ინვესტირებას ახალი ტექნოლოგიების სფეროში. სწორად განხორციელების შეთხვევაში, მსგავსი გადაწყვეტილებების წყალობით კომპანიები ფუნდამეტურად ცვლიან ბიზნეს საქმიანობას და ადამიანური რესურსების ეფექტურობას.  ტექნოლოგიებში ინვესტირებიდან მაქსიმალური შედეგების მისაღებად, კომპანიებმა განსხვავებულად უნდა შეხედონ ცვლილებების პროცესს. ტექნოლოგიური პროექტები, როგორც წესი, რთული და კომპლექსურია და მოიცავს დიდ გეოგრაფიულ არეალს და თანამშრომელთა ჯგუფებს. ისინი მოითხოვენ ცვლილებების ზუსტ და გონივრულ მართვას. 

ტექნოლოგიების დანერგვის ეფექტური განხორციელების დროს ხელმძღვანელობის შესაძლებლობები, ურთიერთობები და სტრუქტურები მომართულია აღნიშნული პროცესის ხელშეწყობაზე და საქმიანობები ხორციელდება ორგანიზაციისა და დაინტერესებული მხარეების სპეციფიკური მოთხოვნების გათვალისწინებით. დელოიტი იყენებს ანალიტიკაზე დაფუძნებულ ხედვას, რათა დაეხმაროს ორგანიზაციებს მართონ ცვლილებები, აღჭურვონ თანამშრომლები საჭირო კომპეტენციებით და საბოლოო ჯამში, ეფექტურად გამოიყენონ მათი ტექნოლოგიური ინვესტიციები.

თანამშრომელთა შესაძლებლობების განვითარების სტრატეგიები

თანამშრომელთა შესაძლებლობების განვითარების მართვა ბიზნესისა და ადამიანური რესურსების დარგის საკვანძო საკითხად რჩება. ტექნოლოგიები, გლობალიზაცია და მზარდი სამთავრობო რეგულაციები ცვლიან ადამიანების მუშაობის, სწავლის, თანამშრომლობისა და მმართველობის სტილს. ახალი ინოვაციური პროგრამები ადამიანური რესურსების დარგში სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება საჭირო კადრების მოზიდვისა და შენარჩუნების კუთხით. რთულ გარემო პირობებში ორგანიზაციებს უჭირთ აღნიშნული მიმართულებით განვითარება. ჩვენ სწორედ ამ კუთხით გთავაზობთ დახმარებას. 

დელოიტის თანამშრომელთა შესაძლებლობების განვითარების გუნდი უზრუნველყოფს თანამშრომელთა სტრატეგიების თანხვედრას ბიზნეს სტრატეგიასთან. ჩვენი მომსახურება მოიცავს ადამიანური რესურსების დაგეგმვას, დაქირავებას, სამუშაოს შესრულების შეფასებას, ჩართულობას, სწავლებას, ლიდერობას, კარიერულ ზრდას და ადამიანური რესურსების ანალიტიკას. თანამშრომელთა შესაძლებლობების განვითარების ეფექტური სტრატეგიის წყალობით თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მისცეთ შესაძლებლობა განვითარდეს მუდმივად მზარდი ბიზნეს საჭიროებების შესაბამისად.  

საგანმანათლებლო გადაწყვეტილებები

ადამიანური რესურსების პოტენციალის გამოვლენა სწავლების გზით, გამარჯვების მთავარი პირობაა არსებულ უწესრიგო და კონკურენტულ გარემოში. როდესაც კომპანია ამარცხებს კონკურენტებს ბაზარზე, ეფექტურად იერთებს ახალ ძალებს შერწყმისა და შესყიდვის გზით, აღწევს ფინანსურ მიზნებს და სრულფასოვნად აკმაყოფილებს მომხმარებელთა მოთხოვნებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი კადრები ფლობენ საჭირო უნარ-ჩვევებს ბიზნეს სტრატეგიის განსახორციელებლად. 

დელოიტის საგანმანათლებლო გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს ბიზნესზე ორიენტირებულ სწავლებას და ინტეგრირებულ მიდგომას, თუ როგორ არის სწავლება ორგანიზებული, დაგეგმილი და მიწოდებული თქვენი ბიზნესის კონტექსტში. ჩვენ გვესმის, რომ სწავლება ბიზნესის მთავარ ბერკეტს წარმოადგენს. ჩვენ გვაქვს სწავლებისა და განვითარების ფუნქციების ინტეგრირებულ სასწავლო პროცესად გარდაქმნის დიდი გამოცდილება, რაც ხელს უწყობს ადამიანური რესურსების შესაძლებლობების განვითარებას ბიზნესის ნებისმიერ დონეზე. 

გაყიდვების ეფექტურობა

სამრეწველო ცვლილებები, ბაზარზე გასვლის მრავალმხრივი არხები, არათანაბარი გლობალური ეკონომიკური ზრდა და მარეგულირებელი ცვლილებები აფერხებს გაყიდვების ორგანიზებას და უბიძგებს კლიენტებს ხელმეორედ შეაფასონ მათი გაყიდვების ორგანიზებისთვის საუკეთესო პოზიციები და ამ გზით სარგებლის მიღების შესაძლებლობები.

დელოიტის გაყიდვების სფეროს ეფექტური პრაქტიკა ეხმარება კლიენტებს გაზარდონ შემოსავლები გაყიდვების ჯგუფის სწორი დაგეგმვის, განხორციელებისა და კომპენსაციის გზით. ჩვენ ვეხმარებით ორგანიზაციებს გაყიდვების დაგეგმვისა და ორგანიზების პროცესის ეფექტურობის გაზრდაში სტრატეგიაზე და შემოსავლის შექმნაზე ფოკუსირებით, ტექნოლოგიებისა და ეფექტური გადაწყვეტილებების დანერგვისა და ანალიტიკის გამოყენების გზით.

შერწყვა, შესყიდვა და გარდაქმნა

კომპანიები მიმართავენ შერწყმა, შესყიდვის და რესტრუქტურიზაციას რადგანაც სჯერათ რომ ეს ბიზნესის ღირებულებას გაზრდის. ადამიანური რესურსების ასპექტების სათანადოდ აღმოჩენა და მართვა კრიტიკულია ამ პოტენციური ღირებულების განსასაზღვრავად.      

დელოიტის შერწყმა/შესყიდვის და რესტრუქტურიზაციის პროფესიონალები აგროვებენ გამოცდილებას 1000-ზე მეტ საერთაშორისო პროექტებზე  და ხელმძღვანელობენ კომპანიებს თუ როგორ შეუწყონ ხელი ზრდას, ღირებულების განსაზღვრას და ერთობლიობაში მოიყვანონ მთლიანი ბიზნესი.  ჩვენი გამოცდილება გარს ერტყმის ადამიანური რესურსების ასპექტების სრულ სპექტრს ტრანზაქციების მთლიან ციკლში - მთლიანი ბენეფიტების, ორგანიზაციული & ტალანტის განვითარების, კულტურული ცვლილების, HR  ტრანსფორმაციის და აქტუარული სერვისების ჩათვლით. ეს ყველაფერი არის განპირობებული დელოიტის სიღრმისეული გამოცდილების ფართო არეალით- კონსულტაციის, აუდიტის, საგადასახადო და ფინანსური სერვისების დისციპლინების პრაქტიკით და საყოველთაო მიდგომით, რომელიც ორიენტირებულია როგორც ბიზნესზე, ისე კადრებზე.  

ძირითადი კონტაქტები

ჯონ რობინსონი

ჯონ რობინსონი

მმართველი პარტნიორი, საქართველო

ჯონი 2 წლის მანძილზე მოღვაწეობდა ნიგერიაში, თუმცა მისი პროფესიული გამოცდილება ძირითადად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას უკავშირდება. დელოტში მუშაობის დაწყებამდე იგი იყო გლობალური მარწმუნებელი და საკონ... მეტი