მომსახურება

სამუშაო ძალის გარდაქმნა

სამუშაო, სამუშაო ძალა და სამუშაო ადგილი რეაგირებენ ტექნოლოგიურ და საზოგადოებრივ ცვლილებებზე ძალზედ სწრაფი ტემპით. წარმატებას განაპირობებს სტრატეგია, რომელიც ასახავს სამუშაო ძალის მართვის ყველა ასპექტს - წვდომით, ჩართულობით, ანაზღაურებით დაწყებული, მომავლის მუშახელის მართვით დასრულებული.

ადამიანური რესურსები თქვენი ყველაზე ღირებული აქტივია და მათი სამუშაო გამოცდილების მართვა ორგანიზაციის წარმატების საწინდარია. დელოიტის პროფესიონალები ფლობენ სამუშაო ძალის ტრანსფორმაციის სტრატეგიების ღრმა ცოდნას მნიშვნელოვანი, ყოვლისმომცველი ცვლილებების უზრუნველსაყოფად. 

რა უნარები სჭირდებათ თქვენს თანამშრომლებს და როგორ უნდა გამოიყენოთ ისინი? რა საფრთხეს უქმნის ავტომატიზაცია თქვენს სამუშაო ძალას? ჩვენი სამუშაო ძალის დაგეგმვისა და ანალიტიკის უნარები დაგეხმარებათ ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხის გაცემაში, რათა უკეთ დაგეგმოთ თქვენი ორგანიზაციის მომავალი ზრდა.  სპეციალისტეი მუშაობენ თქვენთან, რათა შეიმუშაოთ და განახორციელოთ ადამიანური ანალიტიკის გადაწყვეტილებები, რათა შეიმუშაოთ და ოპტიმიზაცია მოახდინოთ ადამიანური რესურსების და მოარგოთ თქვენი ბიზნეს სტრატეგია მუდმივად ცვალებად სამუშაო გარემოს.

დელოიტის ადამიანური რესურსების გუნდი დაგეხმარებათ გამოავლინოთ თქვენი ყველაზე უნარიანი თანამშრომლები, მართოთ მორალურ პრობლემებთან დაკავშირებული რისკები და განახორციელოთ თანამშრომელთა ჩართულობისა და ეფექტურობის მოწინავე პრაქტიკები. 

დელოიტი ასევე დაგეხმარებათ თქვენი ადამიანური რესურსების ოპტიმიზაციაში - ლიდერების მომზადების გზით ყველა დონეზე და მათთვის იმ უნარ-ჩვევების მიწოდებით, რაც საჭიროა ცვალებად ბიზნეს გარემოში წარმატების მისაღწევად. ლიდერობის პრგრამა შესაძლოა მოიცავდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: მენეჯმენტის ეფექტურობა, ციფრული გარდაქმნა ან მართვა ცვლილებების დროს, რომლებიც ძალზედ საჭიროა მენეჯერებისთვის. 

სამუშაოს ეფექტურობის  შენარჩუნებისთვის, წარმატებული ორგანიზაციები მხარს უჭერენ მუდმივი სწავლებისა და პროფესიული განვითარების კულტურას. დელოიტის სწავლების მომსახურებები მოიცავს სტრატეგიას, ინდივიდუალური პროგრამის შემუშავებასა და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ინოვაციური სასწავლო პროგრამების შემუშავებისთვის, რომლებიც განაპირობებს ადამიანური რესურსების განვითარებას და ბიზნეს შედეგების მიღწევას.

გაეცანით დამატებით მასალებს

საერთო ღირებულებები მსოფლიოს მასშტაბით

კულტურული მრავალფეროვნება არის დელოიტისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულება და ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი მრავალფეროვნება უდიდეს შესაძლებლობებს გვთავაზობს. დელოიტმა ჩვენი კონკურენტებისა და ფართო ბიზნეს საზოგადოებისგან განსხვავებით მრავალფეროვნებისა და ჩართულობის მხარდაჭერა გაცილებით ადრეულ ეტაპზე დაიწყო.

Navigating the future of work

პერსონალის რიცხობრივი მაჩვენებლების მოდელირება

ეფექტურობის ზრდის ინსტრუმენტი

პუბლიკაცია მოიცავს მიდგომას, რომელიც გამოიყენება კომპანიებისთვის პერსონალის რიცხობრივი მაჩვენებლების მოდელების შემუშავების დროს სხვადასხვა სექტორში.

headcount models for companies in various industries