data protection

სტატია

ცვლილებები პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობაში

2014 წლის 1 ნოემბრიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შევიდა გარკვეული ცვლილებები კერძო სექტორისათვის.

კერძოდ, 2014 წლის 1 ნოემბრიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უფლება აქვს როგორც საკუთარი ინიციატივით, ასევე დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე შეამოწმოს ნებისმიერი პირი, რომელიც ახორციელებს პერსონალური მონაცემების დამუშავებას. 

იმ შემთხვევაში თუ ინსპექტორი აღმოაჩენს დარღვევებს, მას შეუძლია მოითხოვოს ნაკლოვანებების გამოსწორება, დამუშავების დროებითი ან სამუდამო შეწყვეტა, მონაცემთა დაბლოკვა, წაშლა, განადგურება ან დეპერსონალიზაცია, გადაცემის შეწყვეტა და ა.შ. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი უფლებამოსილია დააჯარიმოს დამრღვევი პირი.

1 ნოემბრის ცვლილებები ნაწილია 2014 წელს დაწყებული ცვლილებების იმ პროცესისა, რომელიც კერძო და საჯარო სტრუქტურების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესებს შეეხო, ასევე პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის მათ გამოყენებას, ბიომეტრიული და გენეტიკური ინფორმაციის დამუშავებისა და ვიდეოთვალთვალის სისტემების გამოყენების წესებსა და სხვა საკითხებს.   

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?

დაკავშირებული თემები