სტატია

დელოიტის საქართველოს ოფისმა სასამართლო პროცესების დახურვისა და დაჯილდოვების რიგით მე-7 ცერემონიალს უმასპინძლა

 

„ვილემ ვისის (Willem C. Vis) სახელობის იმიტირებული პროცესი საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში“, რომელიც 2011 წლიდან იღებს სათავეს, საქართველოსთვის უკვე ტრადიციად იქცა. სასამართლოში მოსმენები, როგორც წესი, 2 დღე გრძელდება და მიზნად ისახავს როგორც საქართველოს, ასევე უცხოური უნივერსიტეტების გუნდების მომზადებას ვილემ ვისის საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესისთვის, რომელიც ავსტრიაში, ქ. ვენაში იმართება. წელს პროცესში მონაწილეობას იღებდა 15 უნივერსიტეტი 6 ქვეყნიდან.

11 თებერვალს, სასამართლო პროცესების დახურვისა და დაჯილდოვების ცერემონიალს დელოიტმა უმასპინძლა. ღონისძიება გახსნა დელოიტის იურიდიული სამსახურის უფროსმა გიორგი ხუროძემ, რომელმაც მონაწილეებს სიტყვით მიმართა, შემდეგ კი "არბიტრაჟის ინიციატივა - საქართველო"-ს წარმომადგენლებმა დაასახელეს 3 გამარჯვებული გუნდი და ასევე, საუკეთესო მომხსენებელი.

გამარჯვებულ გუნდებად დასახელდნენ:

1 ადგილი: ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი
მე-2 ადგილი: ბუცერიუსის სამართლის სკოლა
მე-3 ადგილი: ორჰუსის უნივერსიტეტი

საუკეთესო მომხსენებლად დასახელდა:

ჯანის გრივი (ბუცერიუსის სამართლის სკოლა)

საუკეთესო ქართველი მომხსენებელი (საქართველოს არბიტრთა ასოციაციის სპეციალური ჯილდო):

მარიამ სურგულაძე (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი)

 

დელოიტი მოხარულია იყოს მსგავსი ინიციატივების მონაწილე და ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობის განვითარებასა და წინსვლას.

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?