სტატია

დელოიტის იურიდიული დეპარტამენტის სემინარი

პერსონალური მონაცემების დაცვა შრომით ურთიერთობებში

4 მაისს დელოიტის საქართველოს ოფისმა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან თანამშრომლობით ჩაატარა სემინარი თემაზე - პერსონალურ მონაცემთა დაცვა შრომით ურთიერთობებში.

პერსონალური მონაცემების დამუშავება იწყება შრომითი ხელშეკრულობის დადებამდე, გრძელდება დასაქმების პერიოდში და შესაძლებელია გაგრძელდეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგაც კი. პერსონალური მონაცემების დაცვის კანონთან შესაბამისობა კომპანიების ყოველდღიური სამუშაო პრაქტიკის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს. აღნიშნული სემინარი განკუთვნილი იყო ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მომუშავე პირთათვის, კომპანიის მენეჯერების და სხვა თანამშრომლებისთვის, რომლებსაც შეხება აქვთ დასაქმებულთა პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან. სემინარზე განიხლულ იქნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები შრომითი ურთიერთობის კონტექსტში.

სემინარს ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი ისეთი მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები, როგორიცაა: "ჯეოსელი", "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", "გალფი", "ენერგო-პრო ჯორჯია", "რომპეტროლი", "ბაზისბანკი", "ჰალიკ ბანკი" და სხვა. 

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?