Legislative Tracking

სიახლეები

მაცნე

ყოველთვიური საინფორმაციო გამოშვება

საკანონმდებლო მაცნე არის ყოველთვიური საინფორმაციო გამოცემა საგადასახადო და საკანონმდებლო სიახლეების შესახებ, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ წინა პლანზე წამოწიოს ყველაზე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, წინადადებები და ღონისძიებები.

იხილეთ სრულად

2023 წლის 29 ივნისს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ. კანონპროექტით რეგულირდება დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობასთან, საკუთრების უფლებასთან, გადაცემასა და მიმოქცევასთან დაკავშირებული საკითხები. კანონპროექტი ასევე განსაზღვრავს ეროვნული ბანკის შესაბამის უფლებამოსილებებს.

ჩამოტვირთეთ ბროშურა

ივლისი 2023

საკანონმდებლო მაცნე

პარლამენტი საკომიტეტო მოსმენების ფარგლებში განიხილავს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონში განსახორციელებელ ცვლილებებს. ცვლილებების თანახმად მკაცრდება ანგარიშვალდებულ პირებზე კანონის გავრცელების შეზღუდვის ფარგლები, ანგარიშვალდებულ პირებს ეკისრებათ ვალდებულება ასახონ მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები.

ჩამოტვირთეთ ბროშურა

მარტი 2023

საკანონმდებლო მაცნე

2022 წლის 1 დეკემბერს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. ცვლილებების თანახმად მედიკამენტებზე წესდება რეფერენტული ფასები, რაც გულისხმობს მედიკამენტებზე ზედა ზღვრული ფასის დაწესებას, რომელზე მაღალ ფასად ბაზარზე მედიკამენტების რეალიზაცია დაუშვებელი იქნება. რეფერენტული ფასები პირველ ეტაპზე 1000-1200 მედიკამენტს შეეხება, რომლებიც გამოიყენება ქრონიკული დაავადებებისა და ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ, თუმცა სამომავლოდ იგეგმება რეფერენტული ფასების სხვა მედიკამენტებზე გავრცელებაც.

ჩამოტვირთეთ ბროშურა

იანვარი 2023

საკანონმდებლო მაცნე

2022 წლის 22 ნოემბერს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ ევროკავშირის „საგადასახადო პროგრამაში" საქართველოს მონაწილეობის შესახებ" შეთანხმებასა და ევროკავშირის „საბაჟო პროგრამაში" საქართველოს მონაწილეობის შესახებ შეთანხმებას.

ჩამოტვირთეთ ბროშურა

ნოემბერი 2022

საკანონმდებლო მაცნე

საქართველოს-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, 2022 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში წარდგენილი იქნა კანონპროექტი ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ, რომლის მიზანია საქართველოში ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო ბაზრის განვითარება, აღნიშნულ ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფა, ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემების ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა, გრძელვადიანი ინვესტიციების წახალისება და მონაწილეებისა და ბენეფიციარების ინტერესების დაცვა.

ჩამოტვირთეთ ბროშურა

ოქტომბერი 2022

საკანონმდებლო მაცნე

2022 წლის 20 სექტემბერს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ. ცვლილებები მიზნად ისახავს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას დააუდიოვიზუალური მედია მომსახურების შესახებ ევროკავშირის დირექტივების საქართველოს კანონმდებლობაში იმპლემენტაციას. კანონპროექტი ითვალისწინებს სიძულვილის ენის გამოყენებასა და ტერორიზმისაკენ მოწოდებაზე ეფექტური რეაგირების მექნიზმებსა და გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედია მომსახურებისა და ვიდეო გაზიარების პლატფორმის რეგულირებას.

ჩამოტვირთეთ ბროშურა

სექტემბერი 2022

საკანონმდებლო მაცნე

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს 2022 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისთვის ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზარი გაიხსნა. ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ ბიზნესს შესაძლებლობა ექნება, მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ საქონლის შესყიდვებისათვის გამოცხადებულ ტენდერებში და სამართლიანი კონკურენცია გაუწიოს უცხოელ მიმწოდებლებს.

ჩამოტვირთეთ ბროშურა

ივლისი 2022

საკანონმდებლო მაცნე

2022 წლის 1 მარტიდან ძალაში შევიდა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება N 3751, რომლითაც განისაზღვრა:

  • დღგ-ის გადამხდელის სტატუსი;
  • არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭება და გაუქმება;
  • გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალურ წესზე გადაყვანა;
  • და სხვა.

ჩამოტვირთეთ ბროშურა

მარტი 2022

საკანონმდებლო მაცნე

დაბრუნება - იურიდიული 

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?