სტატია

პრეზენტაცია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში

გლობალური სტარტაპ ლაბი 

17 იანვარს, დელოიტის იურისტი თორნიკე აბაშიძე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის გლობალური სტარტაპ ლაბის პროგრამის ფარგლებში შერჩეულ სტუდენტებს შეხვდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.

თორნიკემ სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრების კანონსა და საქართველოში არსებული სხვა კანონების შესახებ, რასთანაც შესაძლოა მათ მოუხდეთ შეხება სტარტაპ იდეის პროდუქტად გარდაქმნის პროცესში.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა საქართველოში სტარტაპ პროექტებზე მუშაობა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე, 2020 წლის 9 იანვრიდან დაიწყო. პროგრამა მობილური აპლიკაციების საქართველოში შექმნას და მათ საერთაშორისო ბაზრებზე კომერციალიზაციის მხარდაჭერას გულისხმობს.
გლობალური სტარტაპ ლაბი 9 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს. პროექტში სულ 28 სტუდენტი მონაწილეობს.
 

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?