ანალიზი

მსოფლიო ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვა - 2014


საერთო ამოცანები, საერთო შესაძლებლობები

მომავალი წლები პოზიტიური თუმცა ახალი გამოწვევებით იქნება აღსავსე გლობალური ჯანდაცვის სექტორისთვის. საჭირო იქნება ახალი ბიზნეს მოდელებისა და საოპერაციო პროცესების დანერგვა და ეროვნული გამოცდილების საერთაშორისო დონეზე გამოყენება მუდმივად ზრდადი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

ანგარიშში განხილულია მსოფლიო ჯანდაცვის სექტორის ამჟამინდელი მდგომარეობა, საქმიანობები სხვადასხვა გეოგრაფიულ ბაზრებზე და რჩევები დაინტერესებული მხარეებისათვის ისეთი საკითხების ირგვლივ, როგორიცაა: დაფინანსების უზრუნველყოფა, ხარჯების შემცირება, შემოსავლისა და საბაზრო წილის ზრდაზე მიმართული საქმიანობები.

სექტორის პრობლემატური საკითხები 2014 წელს

მსოფლიო ჯანდაცვის სექტორის ზრდის განმსაზღვრელი ფაქტორებია: ხანდაზმული მოსახლეობა, ქრონიკული დაავადებების რიცხვის ზრდა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, ტექნოლოგიური მიღწევები და ინოვაციური პროდუქტები, განვითარებადი ბაზრის ზრდა. 2014 წელს ჯანდაცვის სექტორის ორგანიზაციები აღმოჩნდებიან ასევე შემდეგი უმთავრესი პრობლემების წინაშე: ჯანდაცვის რეფორმების გატარება მრავალრიცხოვან ქვეყნებში; ხარჯების ზრდა; ხარისხთან დაკავშირებული საკითხები; ინფრასტრუქტურის ნაკლებობა  მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში;  უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის საკითხები. ზემოაღნიშნული სფეროების გამოწვევები და შესაძლებლობები შეიძლება იყოს გლობალურიც და სპეციფიკური კონკრეტული ბაზრისთვის.

2014 წლის გლობალური ჯანდაცვის სექტორის პერსპექტივები

საკითხი #1: ხანდაზმული მოსახლეობა და ქრონიკური დაავადებების რიცხვის ზრდა

ისეთი გრძელვადიანი ტენდენციები, როგორიცაა ხანდაზმული მოსახლეობის რაოდენობისა და ქრონიკული დაავადებების რიცხვის ზრდა - გამოიწვევს ჯანდაცვის მომსახურებაზე მოთხოვნის გაზრდას როგორც განვითარებულ ასევე განვითარებად ბაზრებზე 2014 წელს და შემდგომ პერიოდში. ხანდაზმული საზოგადოება, რომელიც მომდევნო ნახევარი საუკუნის მანძილზე გასამმაგდება და სიცოცხლის  ხანგრძლივობის გაზრდა ჯანდაცვის სისტემას დიდ ტვირთს დააკისრებს მრავალ ქვეყანაში. მეორე დემოგრაფიული ტენდენცია, რაც ჯანდაცვის მომსახურებაზე მოთხოვნას ზრდის არის ქრონიკული დაავადებების გავრცელება - გულის დაავადებები, ინსულტი, კიბო, ქრონიკული რესპირატორული დაავადებები, დიაბეტი და ფსიქიკური დაავადებები, მათ შორის დაავადებები, რომლებიც მსოფლიოს მოსახლეობის სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია და საერთო სიკვდიალიანობის 63% ამ დაავადებებზე მოდის; ისინი ხანდაზმული მოსახლეობისთვის არის დამახასიათებელი: ცხოვრების მჯდომარე  წესი, დიეტის ცვლილებები, სიმსუქნის ზრდა. თუმცა ეს ყველაფერი განაპირობებს ასევე გაუმჯობესებულ დიაგნოსტიკას.  

საკითხი #2: ღირებულება და ხარისხი

ჯანდაცვის სახელმწიფო და კერძო დაფინანსების სისტემები ეკონომიკურად არასტაბილურია მსოფლიოს მასშტაბით. ჯანდაცვის მომსახურების ღირებულების ზრდა მის ხელმისაწვდომობას ამცირებს. ღირებულების ზრდას კი რამდენიმე ფაქტორი განპირობებს, მათ შორის: სამრეწველო კომპანიების კონსოლიდაცია, საავადმყოფოში ხანგრძლივი გაჩერება, ძვირადღირებული ბიოლოგიური გამოკვლევები და დიაგნოსტიკა, რომელიც წინ უსწრებს ტრადიციულ თერაპიას, არაეფექტური პროცესები და მედიკამენტების დიდი რაოდენობით გამოყენება. სამწუხაროდ მაღალი ღირებულება ყოველთვის არ გულისხმობს მაღალი დონის მკურნალობას განვითარებულ ქვეყნებშიც კი. ზოგჯერ პაციენტებისთვის საფრთხეს წარმოადგენს არა მათი დაავადება, არამედ საავადმყოფოები, სადაც მკურნალობენ.

საკითხი #3: მკურნალობის ხელმისაწვდომობა

მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ბევრი ქვეყნის ხელისუფლებისთვის უმთავრესი მიზანია. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი და ღირებული საქმეა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ პაციენტების გაზრდილი რიცხვი განაპირობებს მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდას, რისი შეთავაზებაც ბევრ ჯანდაცვის სისტემას არ შეუძლია ადამიანური რესურსების სიმცირის, პაციენტების განთავსების, ინფრასტრუქტურის შეზღუდვების და მომსახურების ხარჯებთან დაკავშირებული საკითხების გამო. მსოფლიოს ბევრი ქვეყანა განიცდის ადამიანური რესურსების ნაკლებობას ჯანდაცვის სფეროში, რაც მომსახურების ხარისხზე მოქმედებს. აღნიშნული რესურსების არათანაბარი გადანაწილება ასევე დიდი პრობლემაა. პაციენტების განთავსება ჯანდაცვის სისტემის კიდევ ერთი დამაბრკოლებელი საკითხია, ისევე როგორც ინფრასტრუქტურის სიმცირე და მოძველებული ტექნიკა როგორც განვითარებულ ასევე განვითარებად ქვეყნებში. 

საკითხი #4: ტექნოლოგიები

მსოფლიოს მასშტაბით ჯანდაცვის სისტემები აღიარებენ ინოვაციის საჭიროებას; სამედიცინო ტექნოლოგიების და მონაცემთა მართვის ტექნოლოგიების პროგრესმა შესაძლოა ხელი შეუწყოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალი საშუალებების განვითარებას; თუმცა ამავე დროს გამოიწვიოს საერთო ხარჯების ზრდა, რაც ბიძგს მისცემს სახელმწიფო და კერძო ჯანდაცვის პროვაიდერებს და სადაზღვევო კომპანიებს მიიღონ ზომები ხარჯების შესამცირებლად. ტექნოლოგიების ცვლილება იქნება სწრაფი და ზოგიერთ ქვეყანაში არსებული ჯანდაცვის მოდელების დამანგრეველი. თუმცა ტექნოლოგიური ინოვაციების განხორციელება მოითხოვს ფინანსურ ინვესტიციებს, რაც ბევრი ჯანდაცვის პროვაიდერისთვის, განვითარებულ ქვეყნებშიც კი, არ არის ხელმისაწვდომი. ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ჯანდაცვის სისტემის გარდაქმნა წარმოშობს დიდი მოცულების ინფორმაციას და მნიშვნელოვანია თუ როგორ მოხდება ამ მონაცემების ინტერპრეტაცია და გამოყენება. ბევრია დამოკიდებული მის ხელმისაწვდომობაზე, მთლიანობასა და კონფიდენციალურობაზე. თუ ორგანიზაციებს არ გააჩნიათ შესაბამისი უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის კონტროლის სისტემები, დღის წესრიგში დგება ასევე პაციენტების უსაფრთხოებისა და ეკონომიკური და რეპუტაციის რისკების საკითხი.  

ბაზრის სიახლეები

იხილეთ ბაზრის სიახლეები და ადგილობრივი ზეგავლენა ქვემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში:

  • ბრაზილია
  • კანადა
  • მექსიკა
  • ამერიკის შეერთებული შტატები
  • გერმანია
  • ახლო აღმოსავლეთი
  • სამხრეთ აფრიკა
  • გაერთიანებული სამეფო
  • ავსტრალია
  • ჩინეთი
  • ინდოეთი
  • იაპონია
  • სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია
2014 წლის გლობალური ჯანდაცვის სექტორის პერსპექტივები
იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?