ანალიზი

მსოფლიო ბიოლოგიური მეცნიერებების სექტორის განვითარების პერსპექტივები - 2014

ეკონომიკური მდგრადობა და კომპანიის განახლება

ბევრ ქვეყანაში მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან კონტროლის ზრდის, ფასების ზეწოლისა და ჯანდაცვის რეფორმის შედეგების მიუხედავად, ბიულოგიური მეცნიერებების სექტორის საერთაშორისო კომპანიები ავლენენ განახლების შესაძლებლობის დემონსტრირებას იყენებენ რა ახალ კვლევისა და განვითარების მეთოდებს და ბიზნეს მოდელებს, ინოვაციების ეფექტური დანერგვისა და პაციენტების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

ანგარიშში განხილულია მსოფლიო ბიოლოგიურ მეცნიერებათა სექტორის ძირითადი პრობლემატური საკითხები, საქმიანობები სხვადასხვა გეოგრაფიულ ბაზრებზე და რჩევები კომპანიებისთვის, რომლებიც ცდილობენ შემოსავლისა და საბაზრო წილის გაზრდას 2014 წელს და მის შემდგომ პერიოდში.

ჯონ როდესი, DTTL-ის მსოფლიო ბიოლოგიურ მეცნიერებათა სექტორის ლიდერი ამბობს: „2013 წელს ბიოლოგიურ მეცნიერებათა სექტორი - რომელიც მოიცავს პარმაცევტულ, ბიოტექნოლოგიურ და სამედიცინო ტექნოლოგიების სეგმენტებს - უფრო ნაკლებად იყო გლობალური ეკონომიკური არასტაბილურობის ზეგავლენის ქვეშ, ვიდრე სხვა სექტორები. თუმცა მწვავე საკითხად რჩება ხარჯების ზრდა და გადატვირთული ჯანდაცვის სისტემები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სექტორის ამჟამინდელი მდგომარეობის გადახედვა გვიჩვენებს, რომ იგი იმყოფება ხელსაყრელ პირობებში მომდევნო წლებში წარმატების მოპოვების კუთხით ინოვაციების დანერგვისა და მომსახურების ხარისხის გაზრდის გზით“. 

მსოფლიო პერსპექტივები

ოლეგ ბერეზინი - დსთ-ს ჯანდაცვისა და ბიოლოგიურ მეცნიერებათა ჯგუფის ლიდერი - ამბობს: „რუსეთის ფარმაცევტული ბაზრის წინაშე მდგარი მთავარი პრობლემატური საკითხი არის რუსეთის მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგები, რომლის მიზანია რუსეთში წარმოებული მედიკამენტების წილის  გაზრდა ბაზარზე. იმპორტირებული მედიკამენტების რაოდენობა მცირდება და მისი წილი 80%-ზე ნაკლებია. უცხოურ პარმაცევტულ კომპანიებს სურთ შეინარჩუნონ ბაზარი, რომელმაც ორმაგი ზრდა განიცადა და აქვს შემდგომი გაფართოების პოტენციალი. თუმცა კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს მედიკამენტებით ვაჭრობას, კორუფცია და მაღალი საწარმოო ხარჯები უცხოური ინვესტიციების შემცირებას განაპირობებს.

მთავრობის აღნიშნული პოლიტიკა ნიშნავს, რომ ფარმაცევტულმა კომპანიებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება წარმოების ლოკალიზაციის შესახებ. სხვაგვარად ისინი დაკარგავენ წილს სახელმწიფო შესყიდვების ბაზარზე, რომელიც შემოსავლის 25%-ს შეადგენს. წარმოების ლოკალიზების ფონზე მთავრობა ცდილობს განახორციელოს კონტროლი მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის ხარჯებზე, რომლებიც მუდმივად იზრდება.

რუსეთი და დსთ

ჯანდაცვის სექტორის ძირითადი პრობლემები 2014 წელს

მსოფლიო ბიოლოგიური მეცნიერებების სექტორის ზრდას განაპირობებს: ხანდაზმული მოსახლეობა, ქრონიკული დაავადებების სიხშირე, ტექნოლოგიების მიღწევები და ინოვაციური პროდუქტები და ჯანდაცვის რეფორმის შედეგები, მათ შორის: სამთავრობო დაფინანსების და სადაზღვევო პაკეტის გაზრდა. ამავე დროს 2014 წელს კომპანიები ოთხი ძირითადი პრობლემის წინაშე დგანან: ჯანდაცვის რეფორმის გატარება; ინოვაციების დანერგვის აუცილებლობა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება; მარეგულირებელი ნორმების დაცვა; ბიზნესის მართვა არსებულ რთულ გარემოში. ამ საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევები და შესაძლებლობები შეიძლება იყოს როგორც გლობალური ასევე კონკრეტულ ბაზრისთვის დამახასიათებელი.

2014 წლის გლობალური ჯანდაცვის სექტორის პერსპექტივები

საკითხი #1: მსოფლიო ჯანდაცვის რეფორმის გატარება

ქვეყნებმა, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, ბრაზილია, გერმანია, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო, ამჟამად მიიღეს მნიშვნელოვანი კანონმდებლობა, რომელმაც დააჩქარა მსოფლიო ჯანდაცვის გარდაქმნის პროცესი მოცულობაზე დაფუძნებული ბაზრიდან ხარისხზე დაფუძნებულ ბაზარზე და რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჯანდაცვის სექტორზე მთლიანობაში. კომპანიებს ესმით, რომ ჯანდაცვის რეფორმით გამოწვეული ცვლილებები მნიშვნელოვანია, თუმცა ნაწილმა არ იცის თუ როგორი რეაგირება მოახდინოს მათზე. ორგანიზაციები, რომლებიც შესძლებენ რეფორმების შედეგად აღმოცენებული ახალი ამოცანების გაგებასა და მათ წარმატებით გადაწყვეტას, იქნებიან აღნიშნული სფეროს მოწინავე ორგანიზაციები მომავალში.  

საკითხი #2: ინოვაციების დანერგვის აუცილებლობა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება

ბიოლოგიურ მეცნიერებათა მთავარ ამოცანას წარმოადგენს ინოვაციების კომერციულ პროდუქტებად გარდაქმნა. ინოვაციების უმრავლესობა საჭიროებს უფრო მეტ ცოდნას, ვიდრე ტრადიციული მოლეკულებზე დაფუძნებული ქიმია თუ ბიოლოგია; ისინი რიგი მეცნიერული დისციპლინების ექსპერტიზას მოითხოვენ. შესაბამისად, დღესდღეობით ბიოლოგიური მეცნიერებების სფეროში ხორციელდება მნიშვნელოვანი საქმიანობები ინოვაციების შემუშავების კუთხით, რაც მოითხოვს თანამშრომლობას, რომელიც დამახასიათებელია ახალი ბიზნეს მოდელებისათვის, რომლებიც გვთავაზობენ რისკების გადანაწილებას მხარეებს შორის. ხშირად ხდება მცირე და დიდი, ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების ერთ საწარმოდ ან პარტნიორობად ჩამოყალიბება ან ხდება ერთი კომპანიის მიერ მეორეს შესყიდვა მათი მიზნების განხორციელების მიზნით პროდუქტების კვლევისა და განვითარების დარგში.

საკითხი #3: მარეგულირებელი ნორმების დაცვა

მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობა უმნიშვნელოვანესი საკითხია, განსაკუთრებით კი განვითარებადი ბაზრებისთვის, როგორიცაა: სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, ინდოეთი და ლათინური ამერიკა. შეუსაბამობა შეიძლება ძვირადღირებული აღმოჩნდეს: შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზაციის მიერ შემოსავლების დაკარგვა, რეპუტაციის შელახვა, პაციენტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები ან კრიმინალური სანქციები ცალკეული თანამშრომლების მიმართ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან მთლიანი კომპანიის ან ბიზნეს განყოფილების მომავალს. ბიოლოგიური მეცნიერებების დარგის წინაშე მდგარ მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის პრობლემატურ საკითხებს შორის აღსანიშნავია: სამთავრობო პოლიტიკები და მანდატები, მედიკამენტების უსაფრთხოება, ფალსიფიკაცია, ინფორმაციის უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, კორუფცია, შერწყმისა და შესყიდვის გარიგებები, საერთო საწარმოს ჩამოყალიბება და მესამე მხარესთან თანამშრომლობის რისკები. 

საკითხი #4: ბიზნესის მართვა არსებულ რთულ გარემოში

მსოფლიო ბიოლოგიურ მეცნიერებათა წარმომადგენლები მუშაობენ პატარა, ურთიერთდაკავშირებულ მსოფლიოში, რომელიც ერთდროულად გამოწვევების და შესაძლებლობების წინაშე გვაყენებს. სექტორის გაფართოების განმსაზღვრელ ფაქტორებს შორის აღსანიშნავია: ხანდაზმული მოსახლეობა, ქრონიკული დაავადებების რიცხვის ზრდა, ტექნოლოგიური წინსვლა და ინოვაციური პროდუქტები და ჯანდაცვის რეფორმის შედეგები, მათ შორის: სამთავრობო დაფინანსების და სადაზღვევო პაკეტის გაზრდა. განვითარებადი ბაზრების შესაძლებლობები შესაძლოა კომპანიის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი იყოს, თუმცა ბევრი კომპანია ამ ბაზრებს სიფრთხილით განიხილავს ზრდის შენელებული ტემპისა და სხვა პრობლემატური საკითხების გამო.

ჯონ როდსი ამბობს: „იმედისმომცემი ეკონომიკური და დემოგრაფიული ტენდენციების მიუხედავად, ბიოლოგიური მეცნიერებების სექტორის კომპანიების ზრდას აფერხებს რიგი საბაზრო და კორპორატიული პრობლემები. კომპანიებმა უნდა მოახდინონ მათთან ადაპტირება და გამოიყენონ მსოფლიო გამოცდილება, რესურსები და ახალი ტექნოლოგიები განსხვავებული ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურებების შესაქმნელად, რაც დაეხმარება ექიმებს კლიენტების უკეთ მომსახურებაში .“

2014 წლის გლობალური ჯანდაცვის სექტორის პერსპექტივები
იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?